Loading Events

« All Events

კარიერული განვითარების პროექტის Level Up დამატებითი ლექცია

ივნისი 18 / 13:00 - 15:00

18 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ადმინისტრაციული მენეჯერი და ილიაუნის კურსდამთავრებულთა მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კეკელია წაიკითხავს კარიერული განვითარების პროექტის Level Up დამატებით ლექციას „წარუმატებლობის მნიშვნელობა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში”.

მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეიძლება სირთულეებისა და შეცდომების გამოცდილება პიროვნული ზრდის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და პროფესიული წარმატების საფუძვლად იქცეს, როგორ შეიძლება წარუმატებლობასთან დაკავშირებული შიშის დაძლევა, გამოწვევების განვითარების შესაძლებლობებად ქცევა და რა როლი აქვს გამძლეობას, თვითრეფლექსიასა და სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას კარიერული გზის დაგეგმვის პროცესში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ივნისი 18
Time:
13:00 - 15:00
Event Category: