
25 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გრანადის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ხულია ხიმენეს როდრიგესი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სიყვარული, თანაცხოვრება, რელიგია და ძალაუფლება: დროებითი ქორწინების გლობალური დინამიკა“.
მომხსენებელი განიხილავს დროებითი ქორწინების (Nikāḥ al-mutʿa) ისლამური ინსტიტუტის მახასიათებლებს, მის გლობალურ გავრცელებასა და პოლიტიკურ ინსტრუმენტად ტრანსფორმაციის პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მისი, როგორც კონფლიქტისა და იძულების მექანიზმის, გამოყენებაზე იემენში.
ხულია ხიმენეს როდრიგესი ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტის მაგისტრანტია. იგი იკვლევს არაბულ და ებრაულ კულტურას (ალ-ანდალუსი და თანამედროვე სამყარო). ამჟამად Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას გადის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 25 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.