11 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი კლემენს გიუნთერი წარადგენს საკუთარ წიგნს „მეტაისტორიოგრაფიული რევოლუცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“ (The Metahistoriographical Revolution Questioning Historical Knowledge in Contemporary Russian Literature). მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვევა. დოქტორმა კლემენს გიუნთერმა საბაკალავრო საფეხურზე ევროპული ეთნოლოგია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში შეისწავლა, […]
14 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში უძრავი ქონების სპეციალისტი თამრიკო ხოტივარი გამართავს შეხვედრას თემაზე „კავშირების დამყარება (Networking)“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“. სპიკერი სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებს, როგორ იქმნება პროფესიული კავშირები, რატომ არის networking თანამედროვე შრომით ბაზარზე მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს ეფექტიან კომუნიკაციასა […]
14 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ია გელიტაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“. მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი ტრადიციულად საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპად არის გაგებული (დაფუძნებული ჩაურევლობისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ნორმებზე), სუვერენიტეტის ავტორიტეტი მორალურად გაურკვეველი ხდება სერიოზული ზიანის მომტან […]
15 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საფრანგეთის კლოდ ბერნარ ლიონის უნივერსიტეტის (UCBL) პროფესორი, დოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“. თვალების სწრაფი მოძრაობით (REM) მიმდინარე, ანუ პარადოქსული, ძილი ხასიათდება ღვიძილის მსგავსი ტვინის აქტივობითა და კუნთების ტონუსის გაქრობით. მომხსენებელი განიხილავს უახლეს კვლევებს, რომლებიც ხსნის, თუ […]
15 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეშვიდე შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: გიორგი გუნჯუა, ლალუკა გელაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი თინა ჯელია. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]