BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260511T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260511T190000
DTSTAMP:20260611T033834
CREATED:20260504T085415Z
LAST-MODIFIED:20260504T085415Z
UID:10005990-1778522400-1778526000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კლემენს გიუნთერის წიგნის წარდგენა
DESCRIPTION:11 მაისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი\, დოქტორი კლემენს გიუნთერი წარადგენს საკუთარ წიგნს „მეტაისტორიოგრაფიული რევოლუცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“ (The Metahistoriographical Revolution Questioning Historical Knowledge in Contemporary Russian Literature). \nმკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვევა. \nდოქტორმა კლემენს გიუნთერმა საბაკალავრო საფეხურზე ევროპული ეთნოლოგია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში შეისწავლა\, სამაგისტრო საფეხურზე კი აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით ბერლინის თავისუფალ და კოლუმბიის უნივერსიტეტებში (ნიუ-იორკი) განაგრძო სწავლა. 2019 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „მეტაისტორიული რევოლუცია. ისტორიის შემეცნების პრობლემატიზაცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“. \nამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტში ასწავლის და საჰაბილიტაციო პროექტზე „კატასტროფის ბუნება. ეკოლოგიური პოეტიკა რუსულ რეალიზმში“ მუშაობს. \nკლემენს გიუნთერის კვლევითი ინტერესებია: ჟანრთა პოეტიკა (ისტორიული რომანი\, დოკუმენტალიზმი\, სამოგზაურო ლიტერატურა)\, ლიტერატურისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება (მეტეოროლოგია\, კლიმატოლოგია\, კიბერნეტიკა\, ისტორიის მეცნიერება)\, პოსტკოლონიალიზმი (წარმოსახვის ისტორია: ბაქო\, თურქმენეთი\, გლობალურობის საბჭოთა კონსტრუქციები)\, ეკოკრიტიკა (ბუნებრივი კატასტროფები\, ფიქციები კლიმატის ცვლილებების შესახებ\, ეკოციდი). \nმომხსენებლის დეტალურ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.oei.fu-berlin.de/en/kultur/team/guenther/index.html \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-klemens-giuntheris-tsignis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/doqtor-klemens-giuntheris-tsignis-tsardgena-mets.-da-khelovneba-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260514T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260514T150000
DTSTAMP:20260611T033834
CREATED:20260511T104549Z
LAST-MODIFIED:20260511T104549Z
UID:10005998-1778763600-1778770800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეოთხე შეხვედრის თემა „კავშირების დამყარება“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“
DESCRIPTION:14 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში უძრავი ქონების სპეციალისტი თამრიკო ხოტივარი გამართავს შეხვედრას თემაზე „კავშირების დამყარება (Networking)“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“. \nსპიკერი სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებს\, როგორ იქმნება პროფესიული კავშირები\, რატომ არის networking თანამედროვე შრომით ბაზარზე მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს ეფექტიან კომუნიკაციასა და მოლაპარაკების უნარს კარიერულ განვითარებაში. \nსპიკერის შესახებ \nთამრიკო ხოტივარს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების სფეროში. აქტიურად მუშაობს საქმიანი ურთიერთობების განვითარებაზე\, მოლაპარაკებების წარმოებასა და პროფესიული ქსელების გაფართოებაზე. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-meothkhe-shekhvedris-thema-kavshirebis-damqhareba-da-molaparakebis-khelovneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Level-UP-meothkhe-leqtsia-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260514T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260514T170000
DTSTAMP:20260611T033834
CREATED:20260513T093546Z
LAST-MODIFIED:20260513T093546Z
UID:10006001-1778774400-1778778000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“
DESCRIPTION:14 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ია გელიტაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“. \nმიუხედავად იმისა\, რომ სუვერენიტეტი ტრადიციულად საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპად არის გაგებული (დაფუძნებული ჩაურევლობისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ნორმებზე)\, სუვერენიტეტის ავტორიტეტი მორალურად გაურკვეველი ხდება სერიოზული ზიანის მომტან სიტუაციებში. ასეთია\, მაგალითად\, მასობრივი სისასტიკე ან ბაზისური უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევები. \nეს ფუნდამენტურ კითხვას ბადებს: შეიძლება თუ არა ინტერვენცია გამართლებული იყოს\, როდესაც ის ზიანის თავიდან აცილებას ან შემცირებას ემსახურება? \nსემინარზე განსახილველი მთავარი საკითხები: \n\nშესაძლებელია თუ არა ინტერვენციის გამართლება ყველა ადამიანისთვის კონტრაქტუალისტური ჩარჩოსა და „ზიანის“ პრინციპის მიხედვით?\nრა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ან მეტი ზიანი?\nროდის არის საზოგადოებისთვის (ან სახელმწიფოსთვის) თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმური?\n\nმომხსენებელი განიხილავს ორ გავლენიან\, მაგრამ განსხვავებულ ნორმატიულ ჩარჩოს: \n„ჯონ სტიუარტ მილის ზიანის პრინციპს“\, რომელიც ინტერვენციის საშუალებას იძლევა ზიანის პრევენციის საფუძველზე; \n„თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმს“\, რომელიც აფასებს ქმედებების დასაშვებობას სხვებისთვის გამართლების თვალსაზრისით გონივრული უარყოფის პირობებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-sakhelmtsiphotha-shoris-interventsiis-moraluri-dilema-thomas-skanlonis-kontraqtualizmis-perspeqtivith/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-thatha-tsophurashvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260515T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260515T170000
DTSTAMP:20260611T033834
CREATED:20260514T095300Z
LAST-MODIFIED:20260514T102656Z
UID:10006003-1778860800-1778864400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პიერ-ჰერვე ლუპის საჯარო ლექცია „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“
DESCRIPTION:15 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საფრანგეთის კლოდ ბერნარ ლიონის უნივერსიტეტის (UCBL) პროფესორი\, დოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“. \nთვალების სწრაფი მოძრაობით (REM) მიმდინარე\, ანუ პარადოქსული\, ძილი ხასიათდება ღვიძილის მსგავსი ტვინის აქტივობითა და კუნთების ტონუსის გაქრობით. მომხსენებელი განიხილავს  უახლეს კვლევებს\, რომლებიც ხსნის\, თუ როგორ აკონტროლებს ტვინის კონკრეტული ნეირონული ქსელები ძილის ამ ფაზას\, ისაუბრებს\,  როგორ მონაწილეობს პარადოქსული ძილის დროს ტვინის ლიმბური სტრუქტურების გააქტიურება სიზმრების წარმოქმნაში\, რთული მოტორული დავალებების შესრულებასა და მეხსიერების (მათ შორის შიშის მეხსიერების) კონსოლიდაციაში. ასევე გააანალიზებს\, რამდენად წარმოადგენს REM ფაზა ნამდვილად „პარადოქსულ მდგომარეობას“ და თანამედროვე გენეტიკური ინსტრუმენტები როგორ გვეხმარება მის შესწავლაში. \nდოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერია\, რომელიც იკვლევს ძილ-ღვიძილის ციკლის მექანიზმებს\, ძილის კოგნიტურ როლსა და ისეთ პათოლოგიებს\, როგორებიცაა ნარკოლეფსია და REM ძილის ქცევითი აშლილობა. კონკრეტულად\, მან აღწერა პარადოქსული ძილის დროს კუნთების მოდუნებაზე პასუხისმგებელი ტვინის ქსელები და დაახასიათა თავის ტვინის ქერქის მდგომარეობა უჯრედულ დონეზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \nაბსტრაქტი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-pier-herve-lupis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/niusi-sabunebismetqhvelo-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260515T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260515T200000
DTSTAMP:20260611T033834
CREATED:20260511T124608Z
LAST-MODIFIED:20260511T124812Z
UID:10006000-1778871600-1778875200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან
DESCRIPTION:15 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეშვიდე შეხვედრა მწერალ  დავით გაბუნიასთან გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: გიორგი გუნჯუა\, ლალუკა გელაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი თინა ჯელია. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-mtseral-davith-gabuniasthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/leqtsiatha-tsikli-shekhvedra-mtseral-davith-gabuniasthan-01-1-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR