ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ექიმი-ვეტერინარი დავით ნანობაშვილი წაიკითხავს ამ კურსის მერვე ლექციას თემაზე: ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია“. ლექციის ძირითადი თემებია: • ჭიებით ინვაზია – სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა; • ხორცის მჭამელთა […]
17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ბელა ჯაფოშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „საქართველოს მტკნარი წყლების ბიომრავალფეროვნების კვლევა“. მოხსენებაში განხილული იქნება ჯავახეთის რეგიონის ტბების ფაუნისტური მრავალფეროვნების კვლევის მონაცემები, კერძოდ, მაკროუხერხემლოების მნიშვნელოვანი ტაქსონების შესწავლის პროგრესი, სენსიტიური და ტოლერანტული ჯგუფები და წყლის ხარისხის შეფასების ინდექსები. იქთიო ფაუნის თანამედროვე […]
17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტუტუტის ასოცირებული პროფესორი თეა გოდოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „საქართველოს სეისმური საფრთხის შეფასება“. 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პროექტის „კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება“ შემაჯამებელი მოხსნების წარდგენა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 სამეცნიერო ტრენინგი რეგიონის სამუშაო ჯგუფებისათვის. მიღებული რუკები წინაპირობაა ქვეყნის სამშენებლო […]
17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიაუნის ლიტერატურული კლუბის შეხვედრაზე მთარგმნელ ლელა დუმბაძესთან. ლელა დუმბაძეს თარგმნილი აქვს ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა: დევიდ ლორენსის „პრუსიელი ოფიცერი", ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას" და „მიდი, დააყენე დარაჯი", მოჰანდას კარაჩანდ განდის (მაჰათმა) „ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ როგორ ვეძიებდი ჭეშმარიტებას", ჯერომ სელინჯერის „სიმორი – შესავალი", სოლ ბელოუს […]
17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი გიორგი სანიკიძე გამართავს პრეზენტაციას „ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება) და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები საქართველოს შესახებ“ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ორ პროექტზე – „ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება)" და „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი […]
სოციალური მედიის მენეჯერი, ქოფირაითერი და „ნაირნაირის“ დამფუძნებელი გიორგი ხერგიანი გამართავს შეხვედრას თემაზე: „ვირუსული კამპანია ხო არ გესიამოვნებათ?”. ლექციაზე საუბარი იქნება კომპანიათა „ვირუსულ“ კამპანიებზე. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე გამორჩეული ქეისი, რომლებშიც მომხსენებელს საკუთარი წვლილი შეუტანია. საუბარი ასევე შეეხება სხვადასხვა ბრენდის წარმატების ისტორიას, მომხმარებელთან მაქსიმალურად ინდივიდუალური დამოკიდებულების აუცილებლობას, ასევე ეს ყველაფერი როგორ ეხმარება ვირუსული კამპანიების განხორციელებას. დრო: […]
17 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ლევან ლომიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „QPA დნმ-ს გრძელი სეგმენტის ამპლიფიკაციისათვის“ დრო: 17 დეკემბერი, 19:30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა Stipendium Hungaricum-ის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობისთვის მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2019-20 აკადემიური წლისათვის. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია Stipendium Hungaricum 2013 წელს დააარსა უნგრეთის მთავრობამ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტთა რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა […]
18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501-502 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N3) იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ შეხვედრაზე: ისტორია და საერთაშორისო ურთიერთობები იტალიას, საქართველოსა და ევროპას. დასწრება თავისუფალია.
18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბოტანიკური ინსტიტურის ასოცირებული მკვლევარი ნიკოლოზ ლაჩაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თბილისის მიდამოების ხეები და ბუჩქები“. მომხსენებელი ისაუბრებს თბილისის მიდამოების დენდროფლორის შემადგენლობასა და გავრცელების კანონზომიერებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ენდემურ სახეობებს, აგრეთვე იშვიათი/გენეტიკური ეროზიის საფრთხის წინაშე მდგომ სახეობებსა და ამ მცენარეთა კონსერვაციის პრობლემებს. დრო: 18 დეკემბერი, 18:00 […]
18 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ორ ანგარიშს წარადგენს. პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მოზარდებში თავის ტვინის მომწიფების პროცესის ელექტროფიზიოლოგიური ინდექსი“. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ფართოდ განიხილება, როგორც თავის ტვინის მომწიფების პროცესის შენელებასთან დაკავშირებული დარღვევა. ამ მოსაზრების ყველაზე […]
18 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საშობაო განწყობები ლიტერატურაში“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: შობის სცენების თეატრალიზებული დადგმების ტრადიცია ევროპულ ქალაქებსა და დაბებში; ფრიდრიხ რიუკერტის ''Kindertodtenlieder'', (სიმღერები გარდაცვლილ ბავშვებზე) და დოსტოევსკის „ბიჭუნა ქრისტესთან ნაძვის ხეზე“; შობა ანდერსენსა და დიკენსთან; პასტერნაკისა და ბროდსკის საშობაო ციკლები; ქართული […]
18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ასისტენტ-მკვლევარი თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავენ მოხსენებას: „ენობრივი/კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირება და კვლევა“. დრო: 18 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი ორ ანგარიშს წარადგენს. ბექა თევდორაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „კიბორჩხალას ნისლეულიდან მოსული გამოსხივება, თვითფოკუსირება და ექსტრაგალაქტიკური სწრაფი რადიო აფეთქებების ბუნება“. ბოლო პერიოდში მრავალჯერ დააკვირდნენ კიბორჩხალას ნისლეულიდან მოსულ გამოსხივებას. ითვლება, რომ გამოსხივების მთავარი მექანიზმი ინვერს-კომპტონის გაბნევაა. შესაძლოა ამ გამოსხივებას სხვა მექანიზმებიც ხსნიდეს, კერძოდ, თვითფოკუსირების […]
19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი სიჯბოლტ ნოორდა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ცოცხალი ღირებულებები უნივერსიტეტში“. დოქტორი სიჯბოლტ ნოორდა ამსტერდამის უნივერსიტეტის ემერიტუსი პრეზიდენტია. წარსულში ჰოლანდიის კვლევითი უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საბჭოს წევრი იყო. იგი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია; ატარებს ლექციებს და წერს უმაღლესი განათლების საკითხებზე. მუდმივად მიმოიხილავს […]
პროცესის 2019 წლის შეჯიბრებაში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის მეოთხე საერთაშორისო შეჯიბრებაში (13-15 ივნისი, 2019, ჰასელტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ბელგია). შეჯიბრების შესახებ: ევროპის […]
19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი და ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე წაიკითხავენ მოხსენებას: „არისტოტელეს ქართულენოვანი რეცეფცია“. პროექტი გულისხმობს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული არისტოტელეს ტექსტის „პერი ჰერმენეიას" ქართულენოვანი კომენტირებული თარგმანის კრიტიკული გამოცემის მომზადებას. არისტოტელეს ამ ტექსტმა (ქართული თარგმანით „განმარტებისათვის“) უმნიშნელოვანესი როლი ითამაშა ენის ფილოსოფიისა და ენის თეორიის განვითარებაში. […]
19 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ია შეყრილაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დასავლეთში იმიგრაცია, აკულტურაცია და კვების დარღვევები“. კვლევის მიზანია დასავლეთში იმიგრაციას, აკულტურაციასა და არაჯანსაღ კვებით პატერნებს შორის კავშირის დადგენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ ქალთა აკულტურაციის გარემოებების, სტრატეგიებისა და კვებითი მახასიათებლების შესწავლით. იმიგრაციისა და […]
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან მაყაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქმიანობის საკვანძო უნარების ფსიქოლოგიური აბილიტაცია უფროსკლასელებში“. კვლევითი პროექტი „მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსის“ საპილოტე პროგრამის ნაწილია, რომელიც ფოკუსირებულია საქმიანობის საკვანძო უნარების გაძლიერებაზე. პროექტი მომზადებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების […]
20-22 დეკემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გაიმართება გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო”. კონფერენცია შეაჯამებს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2018 წლის სამეცნიერო მუშაობას. წარმოდგენილი იქნება მოხსენებები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა […]
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აწყობენ სასწავლო სემინარს „დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები“. ღონისძიებას გაუძღვებიან: ნატალია მოწონელიძე – სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი; თეონა კუპრეიშვილი – ადვოკატი, პსპ დაზღვევის ექსპერტ-კონსულტანტი; განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაზღვევის ხელშეკრულების არსი და […]
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი მზია შელია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „სტუდენტთა პოტენციური მიგრაცია“. მომხსენებელი მიმოიხილავს მოსახლეობის მიგრაციის აქტუალურ პრობლემებს საქართველოში; სტუდენტთა პოტენციური მიგრაციის საკითხს; სტუდენტთა მიგრაციულ განზრახვებს. მოსალოდნელი მიგრაციის გეოგრაფიასა და მიზეზებს. შეაფასებს პოტენციური მიგრაციის მოსალოდნელ შედეგებს. დრო: 20 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია […]
20 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „1918 წელი: ქართული სოციალ-დემოკრატიის იდეური ტრანსფორმაცია“. ქართველი სოციალ-დემოკრატებისთვის 1918 წელი მნიშვნელოვანი იდეოლოგიური გარდატეხის პერიოდი იყო. 1918 წლის 26 მაისს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეგიონულმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, როგორც ტაქტიკურ ნაბიჯს. თუმცა შემდგომ, რამდენიმე თვეში, […]
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, რონდელის ფონდში გაიმართება პრეზენტაცია ლეინკირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. ლეინკირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა არის პოლონური პროგრამა, რომელიც ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ 2-სემესტრიან სწავლებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2GoowJF პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://www.kirkland.edu.pl/ დრო: […]
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტი სამი მოხსენებით წარდგება. პროფესორი ოთარ აბდალაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მცენარეთა ადაპტაციური სტრატეგიები მაღალმთის სტრეს-დომინანტურ გარემოში“. მაღალმთის ორ ყველაზე სტრეს-დომინანტურ გარემოში – ნივალურ სარტყელსა და მშრალ კლდეებზე შესწავლილია მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური ადაპტაციური მექანიზმები და სტრატეგიები. გამოვლენილია მცენარეთა ტემპერატურის რეჟიმის ადაპტაციის მაღალი ხარისხი. მკვლევარი ჟანა […]
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი IGG სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე მოქნილი გრაფიკით. ამასთან დაკავშირებით 21 დეკემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ახალ სტუდენტურ სივრცეში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს საქართველოს სადაზღევო ჯგუფის HR მენეჯერი. შეხვედრაზე დამსაქმებელი მოგაწვდით ვაკანსიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას და დაინტერესებულ პირებთან ჩანიშნავს გასაუბრებას. შეხვედრა დააინტერესებს ნებისმიერი კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტს, ასევე […]
21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (#PHR-ი)“ გამართავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან. ორგანიზაციის იურისტები – მარიამ ქევხიშვილი და ანა თავხელიძე ისაუბრებენ თემაზე:,,გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები“. განიხილავენ საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს; იმ ვალდებულებებს, რომლებსაც სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს; ასევე […]
21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ტილმან კულკე გამართავს სემინარს რეცენზიების წერის სტრუქტურის შესახებ. სემინარი განკუთვნილია დოქტორანტებისთვის ისტორიის, კულტურის კვლევებისა და სოციოლოგიის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 21 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N33), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი, აბერისტვისის უნივერსიტეტის (Aberystwyth University, Wales) მკვლევარი დავით ქურიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მაგნიტური ველის გაზომვა მზის კორონალურ მარყუჟებში“. მზის ზედა ატმოსფეროში (კორონაში) მაგნიტური ველის მაღალი სიზუსტით გაზომვა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა. გასული წლის სექტემბერში შვედური მზის ტელესკოპით ილიაუნის მეცნიერებმა ანთებული მაგნიტური მარყუჟების […]
22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ილიაუნის წიგნების გამოფენა. ღონისძიებაზე ავტორები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, წარადგენენ წიგნებს სერიიდან „ილიაუნის გზამკვლევი“, ასევე სხვა წიგნებს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში მათი ავტორობით გამოიცა ან ითარგმნა. დრო აქტივობა 15:00-16:00 მიღება (welcome drinks) 16:00-16:15 ილიაუნის გზამკვლევი: ცისფერყანწელები / ავტორი: ბელა წიფურია (გამოცემულია) 16:15–16:30 ილიაუნის გზამკვლევი: საბჭოთა ეკონომიკა / […]