Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სტუდენტებთან შეხვედრა თემაზე: ,,გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები“

დეკემბერი 21, 2018 / 17:00

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (#PHR-ი)“ გამართავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან. ორგანიზაციის იურისტები – მარიამ ქევხიშვილი და ანა თავხელიძე ისაუბრებენ თემაზე:,,გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები“. განიხილავენ საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს; იმ ვალდებულებებს, რომლებსაც სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს; ასევე რა მექანიზმით ხდება სექსუალური შევიწროების სამართალწარმოება და რეგულირება საქართველოში; რატომაა მნიშვნელოვანი გენდერული სტატისტიკა, როგორ მუშაობს ამ მიმართულებით სახელმწიფო და როგორია ორგანიზაციის პრაქტიკა გენდერული სტატისტიკის მოპოვების პროცესში.

დრო: 21 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 21, 2018
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: