Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის საჯარო ლექცია „1918 წელი: ქართული სოციალ-დემოკრატიის იდეური ტრანსფორმაცია“

დეკემბერი 20, 2018 / 18:30

20 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „1918 წელი: ქართული სოციალ-დემოკრატიის იდეური ტრანსფორმაცია“.

ქართველი სოციალ-დემოკრატებისთვის 1918 წელი მნიშვნელოვანი იდეოლოგიური გარდატეხის პერიოდი იყო. 1918 წლის 26 მაისს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეგიონულმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, როგორც ტაქტიკურ ნაბიჯს. თუმცა შემდგომ, რამდენიმე თვეში, საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე სტრატეგიულ გადაწყვეტილებად მოიაზრებოდა, რასაც 1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნება მოჰყვა. ამ პროცესს თან ახლდა მწვავე იდეოლოგიურ-პოლიტიკური დებატები. მოხსენებაში იმდროინდელი დოკუმენტებისა და პრესის მასალების შესწავლის საფუძველზე წარმოდგენილი იქნება ქართველი სოციალ-დემოკრატიის იდეური ტრანსფორმაციის გამომწვევი მიზეზები, ეტაპები და მათ მიერ საპროგრამო საკითხების ახლებური გააზრების ხასიათი.

დრო: 20 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 20, 2018
Time:
18:30
Event Category:
Event Tags: