Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სასწავლო სემინარი „დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები“

დეკემბერი 20, 2018 / 15:00

20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აწყობენ სასწავლო სემინარს „დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები“.

ღონისძიებას გაუძღვებიან:
ნატალია მოწონელიძე – სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
თეონა კუპრეიშვილი – ადვოკატი, პსპ დაზღვევის ექსპერტ-კონსულტანტი;

განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • დაზღვევის ხელშეკრულების არსი და ძირითადი პრინციპები;
  • დაზღვევის ინტერესი;
  • დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობები;
  • სადაზღვევო პრემიის გადახდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული განათლების მქონე პირები და სამართლის სკოლის სტუდენტები. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: forum.glip@gmail.com.
ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

* “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 20 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N33), ილიას სახეოლმწიფო უნივერსიტეტი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 20, 2018
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: