
18 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საშობაო განწყობები ლიტერატურაში“.
მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: შობის სცენების თეატრალიზებული დადგმების ტრადიცია ევროპულ ქალაქებსა და დაბებში; ფრიდრიხ რიუკერტის ”Kindertodtenlieder”, (სიმღერები გარდაცვლილ ბავშვებზე) და დოსტოევსკის „ბიჭუნა ქრისტესთან ნაძვის ხეზე“; შობა ანდერსენსა და დიკენსთან; პასტერნაკისა და ბროდსკის საშობაო ციკლები; ქართული „ალილოს“ პოეტური შინაარსები.
დრო: 18 დეკემბერი, სამშაბათი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]