24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსია თემაზე: „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში – შეწყალების კონსტიტუციური უფლება". მომხსენებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარი გიორგი ჩიფჩიური, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. მოდერატორი […]
25 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში„ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს მსახიობ ნინო კასრაძეს, რომელიც წაიკითხავს მისთვის მნიშვნელოვან 5 ლექსს ქართული პოეზიიდან. საუბარი შეეხება წაკითხულ ლექსებს. დრო: 25 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
27 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „გრავიტაციულ ტალღებში „დანახული“ სამყარო“. მომხსენებელი ისაუბრებს სამყაროს დაბადებაზე, განიხილავს ფილოსოფიურ საკითხებს – რა არის დრო და რა არის სივრცე, ასევე შეეხება მომავლის ტექნოლოგიებს. თემის მოკლე აღწერა კოსმოსის შესწავლა დედამიწის ცივილიზაციის განვითარების […]
27 დეკემბერს, ხუთშაბათს, ხაზების ოფიციალურ გადატვირთვამდე რამდენიმე დღით ადრე, ზუსტად რვის ნახევარზე, ჰადა ჰა, რვას რომ თხუთმეტი დააკლდება, ილიაუნის B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), დაიწყება წარდგინება ბექა ადამაშვილის გაუხმაურებელი რომანისა „ამ რომანში ყველა კვდება“. წარდგინების განმავლობაში არ ისაუბრებენ და ავტორს უსაფუძვლოდ არ შეაქებენ ავტორისავე მეგობრები, ქართული ლიტერატურის მეტრები და ის დაუფასებელი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც […]