29 მაისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მკითხველის შეხვედრა ტომას ვენცლოვასთან. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში და მას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. შეხვედრის შემდეგ ტომას ვენცლოვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ტომას ვენცლოვას შესახებ ტომას ვენცლოვა არის ლიტველი პოეტი, მწერალი, მეცნიერი, ფილოლოგი და მთარგმნელი. იგი […]
30 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ თინათინ კახნიაშვილთან. შეხვედრის თემაა: ჰიდრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობა ადრეულ სამყაროში - გენერაცია, ევოლუცია და დაკვირვებითი გამოვლინებები. ლექციაზე მომხსენებელი განიხილავს პირველადი ტურბულენტობის წარმოშობას ადრეულ სამყაროში, ტურბულენტობის სხვადასხვა კლასს (რიცხვით მოდელირებაზე დაყრდნობით) და ჰიდრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის […]
30 მაისს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია, თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ მიმდინარე რეფორმები“. მომხსენებლები: კოკა კიღურაძე - მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი სევდია უგრეხელიძე - ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი; ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრი, მმართველობითი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მოდერატორი: გიორგი ნონიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, […]
30 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება იდიომური გამოთქმების ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია. ლექსიკონი მოიცავს იდიომების მონოლინგვურ (ქართულ) და ორმიმართულებიან ბილინგვურ (ქართულ-ახალბერძნული, ახალბერძნულ-ქართული) ბლოკებს. ლექსიკონი განთავსებულია საერთაშორისო ონლაინ-ლექსიკონების პორტალზე: Lexilogos http://www.lexilogos.com/english/ ქართულ ლექსიკოგრაფიაში ეს არის პირველი ორენოვანი ონლაინ-ლექსიკონი, რომელშიც დაინერგა „გაფართოებული ძებნის“ ახალი ფუნქცია და ტრანსკრიბირების ველი, რომლებიც უზრუნველყოფს ნებისმიერი შესაძლო ფორმით სიტყვის მოძებნას ლექსიკონში. […]
30 მაისს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ასოცირებულ პროფესორ, ეკა ჭყოიძესთან. შეხვედრის თემაა: ქალაქი, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს ბედი (კონსტანტინოპოლიდან სტამბულამდე). 1453 წლის 29 მაისს დაეცა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველაზე ხანგრძლივი იმპერიის თერთმეტსაუკუნოვან ისტორიას. ამან თავისი გავლენა იქონია მსოფლიოს შემდგომ განვითარებაზე. ლექციაზე ყურადღებას გავამახვილებთ […]
31 მაისს, 14:00 საათზე, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ჯი პი აი ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ნინო ხაჭაპურიძე ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე "კარიერული განვითარება და გასაუბრების უნარ-ჩვევები". მასტერკლასი ტარდება წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2 ივნისს, ბ 201 აუდიტორიაში. დასაქმების ფორუმზე დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/WbgHoN დრო: 31 მაისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 […]
31 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილიღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ბატონ იან კელისთან. ელჩის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) დრო: 31 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
31 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. ასევე, წარმოდგენილი იქნება კითხვარების ადაპტაციის პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია და უმცირესობებისადმი დამოკიდებულების ორი კვლევის შედეგები. დრო: 31 მაისი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
31 მაისს, 18:30 საათზე, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (S507 აუდიტორია) გერმანისტი და მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის.“ მაია ფანჯიკიძე ამჟამად მაქს ფრიშის „შტილერის“ თარგმანზე მუშაობს, შესაბამისად, აუდიტორიასთან განიხილავს მაქს ფრიშის „შტილერსა“ და ლიტერატურული თარგმანის პრობლემატიკას. შეხვედრა გაიმართება შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიული კულტურის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში. ღონისძიებას დაესწრებიან […]
31 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბი გიწვევთ ია ბერსენაძის პიესის - „ქალი კლავს“ - წარდგენაზე. ოჯახური ძალადობა, როცა მოძალადე ქალია, ხოლო მსხვერპლი - მამაკაცი. მოძალადე ცოლებისა და დედების თემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დატაბუირებულია მთელ მსოფლიოში. ასეთი ქალები ხშირად სიყვარულის, ერთგულების, ოჯახის შენარჩუნებისა და ტრადიციული ფასეულობების ნიღაბსამოფარებულნი მოქმედებენ. […]
1-ლ ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, StudentJob.ge-ს დამფუძნებელი, ანა ნავდარაშვილი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე „როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას“ მასტერკლასი ტარდება წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2 ივნისს, B 201 აუდიტორიაში. დასაქმების ფორუმზე დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/WbgHoN დრო: 1-ლი ივნისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის […]
1-ლ ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, გაიმართება პოლიტიკური ცენტრის „კავკასიის ინიციატივა“ კვლევების საჯარო პრეზენტაცია თემაზე: „კავკასია გზაჯვარედინზე: ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივები “ მომხსენებლები: დოქტორი მაიკლ ერიკ ლამბერტი - სორბონის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ევროპის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხის მფლობელი. საფრანგეთის შეირაღებული ძალების მინისტრისთვის სხვადასხვა პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ის, […]
1-ლ ივნისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის (TIFL) ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: გამჭვირვალება თუ სიმულაკრი - როგორ ასახავს ამ გაორებას ლიტერატურა. დისკუსიას გაუძღვებიან: რიჩარდ ბერენგარტენი - ცნობილი ინგლისელი პოეტი. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას და ლინგვისტიკას კემბრიჯში (1961) და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში (1977). 1975 წელს დააარსა კემბრიჯის საერთაშორისო […]
1-ლ ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე თინა გურგენიძესთან. შეხვედრის თემაა: პოსტ საბჭოთა არქიტექტურა და ურბანული სივრცე თბილისის გლდანის რაიონის მაგალითზე. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლისთანავე, საბჭოთა კავშირში ინდუსტრიულ მშენებლობას დაეთმო დიდი ყურადღება. ხრუშჩოვმა უარყო სტალინისტური არქიტექტურის იდეოლოგია და გზა მისცა მასობრივ ინდუსტრიულ მშენებლობას. სწორედ ამ პერიოდში მომრავლდა […]
2 ივნისს, 12:00-დან - 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში, ილიაუნის კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი 70-მდე კომპანია, კერძო და საჯარო სექტორიდან, რომლებიც სტუდენტებს შეთავაზებენ 500 - ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას და სტაჟირების პროგრამას; […]
2 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების ციკლის მესამე შეხვედრა. საჯარო დებატების თემაა: ფილმი „მძევლები“. რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმს გამოსვლისთანავე მასშტაბური და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რა განასხვავებს მას „თვითმფრინავის ბიჭებზე“ შექმნილი სხვა მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებებისგან? როგორია „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიის მნიშვნელობა ჩვენთვის დღეს, […]
2 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი. ლექციის თემა: კონსტიტუციის 94-ე მუხლი მომხსენებლის შესახებ ნიკა ნანუაშვილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იურიდიული ანალიტიკოსის პოზიცია უჭირავს 2010 წლიდან. მანამდე ნიკა ნანუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ლტოლვილთა […]
2 ივნისს, პარასკევს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „თერგი და ილია“. ლექცია ჩატარდება ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელს ეძღვნება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტს, […]
3 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,როგორ ვისაუბროთ ორიენტალიზმზე - ედვარდ საიდის ორიენტალიზმის თეორიის რამდენიმე საკითხი ქართულ კონტექსტში". საჯარო ლექციის მიზანია ედვარდ საიდის ორიენტალიზმის თეორიის სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზება. რამდენად გვეხმარება საიდის თეორია თანამედროვე მოვლენების ახსნაში, აქვს თუ არა თეორიას ლიმიტი და როგორ ვიმსჯელოთ ორიენტალიზმზე საქართველოში. ლექციაზე ასევე განხილული […]