ილიაუნი 10 ივნისს ლისის ტბაზე 11 წლის იუბილეს აღნიშნავს. მრავალფეროვანი და სანახაობრივი ღონისძიებები ერთდროულად გაიმართება ლისის ტბის მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ზონაში (საჯარო ლექციების ზონა, საბავშვო ზონა, სახალისო მეცნიერების ზონა, ასტროზონა, საპიკნიკე ზონა, სასცენო პროგრამა და ა.შ.). იმისათვის, რომ დაბადების დღის სრულად აღბეჭდვა მოხერხდეს, სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოყვარულ ფოტოგრაფებს. თუ გიყვართ ფოტოებზე საინტერესო სანახაობების აღბეჭდვა, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და […]
2017 წლის 6 ივნისს, 19: 00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სტუდენტური ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ მალხაზ მაყაშვილთან. საუბარი შეეხება ნეიროფსიქოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მარკერებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია თავის ტვინის იშემიური ინსულტის პრემორბიდული პრედიქციისა და პოსტ-ინსულტური კლინიკური სურათის პროგნოზისათვის. დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
6 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მერვე ლექციის თემაა: „ქართული ლიტერატურა და ეროვნული იდენტობა“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ენისა და სახელმწიფოს საზღვრები; პოეზია და კულტურის სხვა ნიშნები; ლუთერი და […]
7 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ დავით გაბუნიას სადებიუტო რომანის პრეზენტაციაზე. წიგნს წარადგენენ ავტორი დავით გაბუნია და რედაქტორი ქეთი ნიკოლეიშვილი „ზურას და თინას ოჯახური ცხოვრება უღრუბლო ინერციით მიედინება; ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე... მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი თავდაყირა დგება. მათ ყოველდღიურობაში […]
2017 წლის 8-9 ივნისს გაიმართება ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და კავკასიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ელგუჯა დადუნაშვილის ლექციები I ლექცია – 8 ივნისი, 17:00 საათი – „გეოლინგვისტიკის ისტორია და ლინგვისტურ მონაცემთა ვიზუალიზაციის პირველი ცდები“ II ლექცია – 9 ივნისი, 15:00 საათი – „გეოლინგვისტიკის ამოცანები დიგიტალური ჰუმანიტარიის კონტექსტში. ქართული ენის დიალექტთა მულტიმედია ატლასის კონცეფცია და […]
8 ივნისს, ხუთშაბათს, 18 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ნათელა იმედაძის წიგნის „ბავშვის მიერ ქართულის, როგორც მშობლიური ენის დაუფლების საიდუმლოებები. ფსიქოლინგვისტური პერსპექტივა“ პრეზენტაცია. დრო: 8 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
2017 წლის 8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ვალერი გრინევიჩის საჯარო ლექცია:„ოქსიტოცინი, როგორც სიცოცხლის უდიდესი ფასილიტატორი". ლექციის თემა: ჰიპოთალამუსის ნეუროპეპტიდის ოქსიტოცინი. ავტორი წარმოადგენს ოქსიტოცინის ცენტრალური სისტემის ევოლუციურ ასპექტებს, ოქსიტოცინის გავლენას ქცევის განსხვავებულ ფორმებსა და სოციო-ემოციური დაავადებების მქონე პაციენტებზე, მათ შორისაა, აუტიზმი და პრადერ-ვილის სინდრომი. ლექციაზე დასასწრებად ვიწვევთ შესაბამისი […]
ილიაუნი 11 წლის იუბილეს 10 ივნისს ლისის ტბაზე აღნიშნავს. გელოდებით ილიაუნის ფერად დაბადების დღეზე საინტერესო შემეცნებით-გასართობი პროგრამით, მრავალფეროვანი წარმოდგენებით და მუსიკალური პროგრამით, სახალისო სპორტული შეჯიბრებებით და კონკურსებით. ლისზე 10 ივნისს დაგხვდებათ უღრუბლო ცა, კრიალა ტბა და მთელი შაბათი დღის მეგობრებისა და ოჯახის წევრებთან გატარებისთვის იდეალური გარემო. ლისის ტბის მთელი ტერიტორია რამდენიმე ზონად იქნება დაყოფილი: საპიკნიკე […]
10 ივნისს ლისის ტბაზე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ბევრ ღონისძიებას გპირდებით. გვეწვიეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, დასამახსოვრებელი დღე გელით. ღონისძიებებს ლისის ტბის ტერიტორიის სხვადასხვა ზონა უმასპინძლებს. ლიგამუსის სივრცეში გაიმართება საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები. 10 ივნისს, 17:00-დან 17:30 საათამდე რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“ წარმოგიდგენთ პროექტს – „პოეზია და რეციტაცია“. გაიმართება ილიაუნის ჰიმნის პრეზენტაცია. […]
ილიაუნი 10 ივნისს ლისის ტბაზე 11 წლის იუბილეს აღინიშნავს. მთელი დღის განმავლობაში არაერთ საინტერესო წარმოდგენას, დისკუსიას, გამოფენას, კონკურსს გთავაზობთ. დაბადების დღის მრავალფეროვან ღონისძიებებს ლისის ტბის ტერიტორიის სხვადასხვა ზონა უმასპინძლებს. 10 ივნისს, 17:30-დან 19:00 საათამდე ლიგამუსის სივრცეში გაიმართება პანელური დისკუსიების სერია 17:30 -18:00 – თემა: ხელოვნება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მომხსენებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, პროექტ ონლაინ […]