
10 ივნისს ლისის ტბაზე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ბევრ ღონისძიებას გპირდებით. გვეწვიეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, დასამახსოვრებელი დღე გელით.
ღონისძიებებს ლისის ტბის ტერიტორიის სხვადასხვა ზონა უმასპინძლებს. ლიგამუსის სივრცეში გაიმართება საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები.
10 ივნისს, 17:00-დან 17:30 საათამდე რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“ წარმოგიდგენთ პროექტს – „პოეზია და რეციტაცია“.
გაიმართება ილიაუნის ჰიმნის პრეზენტაცია. ტექსტის ავტორი – რატი ამაღლობელი; მუსიკის ავტორი – გოგი ძოძუაშვილი.
კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი თავიანთი მუსიკისა და პოეტური ტექსტების სინთეზს წარმოადგენენ.
დრო: 10 ივნისი, 17:00-17:30 საათი
ადგილმდებარეობა: ლისის ტბა
[wpai_display_imported_files_here]