
2017 წლის 8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ვალერი გრინევიჩის საჯარო ლექცია:„ოქსიტოცინი, როგორც სიცოცხლის უდიდესი ფასილიტატორი”.
ლექციის თემა: ჰიპოთალამუსის ნეუროპეპტიდის ოქსიტოცინი.
ავტორი წარმოადგენს ოქსიტოცინის ცენტრალური სისტემის ევოლუციურ ასპექტებს, ოქსიტოცინის გავლენას ქცევის განსხვავებულ ფორმებსა და სოციო-ემოციური დაავადებების მქონე პაციენტებზე, მათ შორისაა, აუტიზმი და პრადერ-ვილის სინდრომი.
ლექციაზე დასასწრებად ვიწვევთ შესაბამისი პრობლემებით დაინტერესებულ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.
ლექციის ენა: ინგლისური
დრო:8 ივნისი,19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]