2017 წლის 12 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით პროფესორი ქრისტიან კიორნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "Explaining the climatic range limits of plant species” („მცენარეთა კლიმატური არეალის საზღვრების დახასიათება“). მომხსენებლის შესახებ: ქრისტიან კიორნერი (Christian Körner) ინსბრუკის მაღალმთის ეკოლოგიის ცნობილი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი 1949 წელს დაიბადა ქ. […]
2017 წლის 12 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მედიცინის აკადემიურ დოქტორთან, პროფესორ თენგიზ ვერულავასთან. საუბარი შეეხება ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვის თავისებურებებს, განსაკუთრებით ისეთი განვითარებადი, გარდამავალი ქვეყნების მაგალითზე, როგორიც საქართველოა. კერძოდ: რამდენად უწყობს ხელს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა ჯანმრთელობის სისტემის მიზნებს? რამდენად საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან? რამდენად შესაძლებელია შემოსავლების […]
12 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოქტორის, კონსტანზა კუროს (Costanza Curro), საჯარო ლექცია. კონსტანზა კუროს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია ქართული სუფრის, მასპინძლობის თემატიკაზე. ლექციის თემა: From Goods to Emotions: The Transformation of Supra as an Informal Pravtice თემის აღწერა: არაოფიციალურ ეკონომიკურ პრაქტიკას ხშირად გაიაზრებენ, როგორც შეგუების სტრატეგიას, რომელიც სოციალურ აქტორებს […]
2017 წლის 13 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ტემპუსის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტ LeAGUe-ის დასკვნითი კონფერენცია. პროექტის მთავარი მიზანია უწყვეტი განათლების პროგრამების განვითარება საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში. პროექტის კოორდინატორია ლინეუსის უნივერსიტეტი (შვედეთი). პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ. გვერდზე http://tempusleague.eu/. დრო: 13 ივნისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ.N3), […]
13 ივნისს,15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი არჩილ აბაშიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები და დემოკრატიის მომავალი“. შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა დაინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), […]
13 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ნასას ინჟინერი შონ ფულერი წაიკითხავს საჯარო ლექციას. შონ ფულერს არაერთი ასტრონავტისათვის უსწავლებია კოსმოსური სვლა და დედამიწაზე დაბრუნებულებს ძალის აღდგენაში დახმარებია. ამჟამად იგი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე შენარჩუნებაზე მუშაობს და ადამიანის კოსმოსურ ფრენას ხელმძღვანელობს. ლექციის მთავარი თემაა კოსმოსის კვლევა, როგორც გზა ინოვაციისა […]
13 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში პოეტი რატიამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეცხრე ლექციის თემაა: „ხელოვნების ნუგეშისცემა“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ფაუსტი მუსიკასა და პოეზიას შორის, თავისუფლების იდეა და მისი მეტამორფოზები პოეზიაში, ძალაუფლებისა და ხელოვნების შინაგანი […]
2017 წლის 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება ერთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "Luigi Pirandello: in cerca d`autore" კონფერენცია ეძღვნება ლუიჯი პირანდელოს დაბადებიდან 150-ე წლისთავს. კონფერენციას გახსნის იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი. მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე იტალიელი მომხსენებლები. კონფერენციის ორგანიზატორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი ნანა ლომია. მოხსენებები წარმოდგენილი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული გუნდები სტუდენტურ უნივერსიადაზე ასპარეზობას განაგრძობენ. ჯგუფური ეტაპების წარმატებით დასრულების შემდეგ გუნდები მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვან მეოთხედფინალურ მატჩებს ითამაშებენ. გთავაზობთ ანონსს: კალათბურთი ილიაუნი – თსუ დრო: 14 ივნისი, 13:30 საათი ადგილმდებარეობა: თბილისის საკალათბურთო აკადემია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N9) ფრენბურთი (გოგონები) ილიაუნი – სპორტის უნივერსიტეტი დრო: 15 ივნისი, 13:30 საათი ადგილმდებარეობა: ფრენბურთის დარბაზი (კიევის ქ. […]
14 ივნისს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ამერიკელი მკვლევრის, მაჩი ბარტკოვსკის, საჯარო ლექცია თემაზე: „სამოქალაქო მოძრაობები და დემოკრატიული განვითარება“. დრო: 14 ივნისი, ოთხშაბათი, 15:00 სთ. ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: N32) დასწრება თავისუფალია.
14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ზეიდი სმითის რომანის – „თეთრი კბილები“ – პრეზენტაციაზე. „ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი... საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს...იკბინება“, – სალმან რუშდი რომანის შესახებ: ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ […]
14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ზეიდი სმითის რომანის – „თეთრი კბილები“ – პრეზენტაციაზე. „ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი... საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს...იკბინება“, – სალმან რუშდი რომანის შესახებ: ზეიდი სმითის „თეთრი […]
14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიწვევთ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Dr. Emanuele Radicetti (სამიწადმოქმედო და სატყეო მეცნიერებების სადოქტორო განყოფილება (DAFNE), ტუსკიის უნივერსიტეტი) და Professor Enio Campiglia (მარცვლეულის წარმოების განყოფილება, ტუსკიის უნივერსიტეტი) შეხვედრის პირველი ნაწილის თემაა „ნიადაგის გასაუმჯობესებელი მარცვლეულის შეტანა მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემისთვის“. მეორე ნაწილი შეეხება 20-წლიან ექსპერიმენტულ აქტივობებს ცენტრალურ იტალიაში ნიადაგის […]
15 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობით, გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განხილვას ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მიდგომებისა და სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, რეპრესიულ ზომებს ნარკოვითარების გაჯანსაღების თვალსაზრისით შედეგები არ მოაქვს, საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობა და სამართალაღსრულების პრაქტიკა არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნასა და […]
16 ივნისს, პარასკევს, 11:30-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით გამართავენ პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ ეთიკის კომისიის იმიტირებულ განხილვას – „როგორ დავიცვათ პროფესიული ეთიკა“. ასეთი განხილვა პირველად იმართება და პროფესიული ეთიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობაა, შეიტყონ ეთიკის კოდექსისა და საქმის განხილვის პროცესის შესახებ. […]
2017 წლის 16 ივნისს, 17 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საერთაშორისო კონფერენციის – „ენა და ტერიტორია 2“ – მასალათა კრებულების პრეზენტაცია. კონფერენცია „ენა და ტერიტორია 2“ 2015 წელს გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი“ – და ქ. სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტის (ონტარიო, კანადა) ერთობლივი ორგანიზებით. წიგნები – ''Les […]