4 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორიში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, „მასშტაბური დასაქმების ფორუმის“ ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი და sCoolcard-ის პროექტმენეჯერი იწვევს ილიაუნის მეორე, მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს. „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისაუბრებენ გაყიდვების სფეროში წარმატებული კარიერის შექმნის გამოცდილებაზე და წარმოადგენენ პროექტს - გარეგაყიდვების მენეჯერი (დროებითი სამუშაო), […]
4 აპრილს, 15:00 საათზე, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წოგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში, თომას ჰოპკინსი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: პოლიტიკური თეორია და მისი ისტორიები. რატომ უნდა ვსწავლობდეთ პოლიტიკური აზრის ისტორიას თუ არა იმ იმედით, რომ ის პოლიტიკის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება? თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის დიდი ნაწილი […]
4 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, გაიმართება ჩარლზის უნივერსიტეტის (პრაღა, ჩეხეთი) უმცროსი მკვლევრისა და PhD კანდიდატის, ნიკოლოზ კუდაშვილის, საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას ჩარლზის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ. დრო: 4 აპრილი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის […]
4 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყობა იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია. პროექტის სახელწოდება: „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი“ პროექტის მიზანი: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მასშტაბით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება; ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება. პროექტის მონაწილეები: საქართველოში […]
4 აპრილს, ორშაბათს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას "განმანათლებლობიდან წამოსული კრიტიკის არა-განმანათლებლური ტონი: დიდრო, ლიხტენბერგი, გოია და მოცარტი". ჰანს ულრიხ გუმბრეხტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, როგორც ფრანგული, ესპანური, გერმანული და პორტუგალიური ლიტერატურის, ისე ევროპული […]
4 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაციაზე. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა ჩარიცხვა იწარმოებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან. პროგრამა ხორციელდება დამოუკიდებლად, ჩარიცხვის უფლება კი აქვთ ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის […]
5 აპრილს, 16:00 საათზე, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში, თომას ჰოპკინსი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: დემოკრატია და მრეწველობა რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში. მე-19 საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ ანტიკურ სახელმწიფოთა მმართველობა, საბოლოო ჯამში, მონობას ემყარებოდა, თანამედროვე ევროპული საზოგადოებები კი თავიანთი […]
5 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და ილიაუნის სამართლის სკოლის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: ბიზნესი და ადამიანის უფლებები. დღის წესრიგი დრო: 18:00-18:15 საათი თემა: ბიზნესი და ადამიანის უფლებები კორპორაციული სოციალური […]
5 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ინიციატივით შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში, სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების (MPA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესთავაზებენ ლექციათა ციკლს საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე. პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: ამერიკის შეერთებული […]
6 აპრილს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლისა და კლუბ „სტუდენტური სასამართლოს“ ორგანიზებით, გაიმართება იურიდიულ თემატიკაზე შექმნილი ფილმის - „რამდენიმე კარგი ბიჭი“ - ჩვენება. ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორები. დრო: 6 აპრილი, 17:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
6 აპრილს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ილიაუნის პროფესორის, გიორგი ჯოხაძის, ახალი წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, „Terra Historica“ („მიწა ისტორიისა") - ამავე ავტორის მიერ ისტორიულ პრობლემებზე დაწერილი მეექვსე წიგნია. მასში გაერთიანებულია ისტორიული ანთროპოლოგიის მიღწევების ათვისებითა და ე.წ. „ქლოუს რიდინგის“ მეთოდის გამოყენებით სხვადასხვა პრობლემაზე შექმნილი სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს […]
7 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენლებთან. ბანკის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ „ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა მონაწილეობას დასაქმების საერთაშორისო 6-თვიან პროგრამაში ბულგარეთში. „ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამის“ შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. დრო: […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში ქართველ და გერმანელ ქალაქმგეგმარებელთან და არქიტექტორებთან ერთად მიმდინარეობს სალექციო კურსი „თანამედროვე ქალაქგეგმარება: გარე ავლაბრის ქალაქმშენებლური განვითარება“. კურსის ფარგლებში დაგეგმილია ორი ვორკშოპი და საჯარო ლექციები. 2016 წლის, 7-10 აპრილს ჩატარდება პირველი ვორკშოპი, რომელიც მოიცავს სტუდენტების მიერ გარე ავლაბრის კვლევის წარდგენას, ინტენსიურ ლექციებს/კონსულტაციებს გერმანელი კოლეგებისგან, ორ […]
7 აპრილს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“, ილიაუნის პროფესორი, მთარგმნელი გია ჯოხაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სიყვარულის ისტორია - იოსიფ ბროდსკი: Femme Fatale“. მთარგმნელი წაიკითხავს იოსიფ ბროდსკის თარგმანებსაც. საჯარო ლექცია ჩატარდება საბაკალავრო კურსის - რა არის პოეზია, პოეტები და მუზები - ფარგლებში. დრო: 7 აპრილი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის […]
7 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მაგისტრანტთან, ნათია ჯავახიშვილთან, რომელიც, ამავე დროს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოების - SABUKO - წარმომადგენელია. შეხვედრის თემაა: ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში. IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, ბექობის არწივი (Aquila heliaca) კლასიფიცირებულია, როგორც მოწყვლადი სახეობა, საქართველოში კი შეყვანილია წითელ ნუსხაში. […]
7 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით, გაიმართება პროფესორ ჰანს ულრიხ გუმბრეხტის (სტენფორდის უნივერსიტეტი) წიგნის - „ფილოლოგიის ძალა“ - პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „Can Philology and Can the Humanities Find a Place in the Age of Electronic Technology“. ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორ გუმბრეხტს მიენიჭება […]
8 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ყაჭაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ შევქმნათ წარმატებული კომპანია“. ქალბატონი თამარი სტუდენტებს გააცნობს მრავალწლიან გამოცდილებას მეწარმეობის სფეროში, როგორ დაიწყო 2006 წელს მცირე ბიზნესი და როგორ გახდა ქვეყნის უმთავრესი მიმწოდებელი თავის სფეროში. თამარი ორი სხვა პროფილის […]
8 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ვიუტემბერგის ლუთერანული ეკლესიის არქიეპისკოპოსი, დოქტორი იული წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ეკლესიის და რელიგიური გაერთიანებების როლი გერმანიაში სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პროცესში“. მომხსენებლის შესახებ დოქტორი იული 1975-80 წლებში სწავლობდა ევანგელისტურ თეოლოგიას ტიუბინგენსა და ვენაში. 1983 წლიდან იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის […]
8 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის პროფესორი თენგიზ ვერულავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პიროვნული პასუხისმგებლობა და სოლიდარობა - სოციალური სფეროს ორი პარადიგმა თუ აუცილებელი სიმბიოზი“. ლექცია ეძღვნება სოციალური სფეროს სისტემური მოწყობის ორი მიდგომის - სამედიცინო შემნახველი ანაბრების, როგორც პიროვნული პასუხისმგებლობის, და დაზღვევის, როგორც სოლიდარობის პარადიგმების - […]
9 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნისა და კომპანია „ჰედვაისის“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა დრამათერაპიის საერთაშორისო სპეციალისტთან, რატერსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორთან, ალექსანდრ ჩერომუხინთან. ალექსანდრ ჩერომუხინი ისაუბრებს დრამათერაპიის მეთოდოლოგიის შესახებ - „სახეთა თეატრი“. აღნიშნულ მეთოდოლოგიას იგი დაეუფლა თავად მეთოდის ავტორთან, აუგუსტო ბოალთან, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიაში. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება […]