
5 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ინიციატივით შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების (MPA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესთავაზებენ ლექციათა ციკლს საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე.
პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ:
EPRC/LAD-ის ლექციათა პირველი სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-დან 29 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. ლექციებს წაიკითხავენ საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის რეფორმებში, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ან/და კვლევით საქმიანობაში. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე; კერძო სექტორის – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები; ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი; ანტიევროპული ნარატივი ქართულ მედიაში და სხვა.
სალექციო კურსის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.
დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი, აუდიტორია E207 (ჩოლოყაშვილის ქ. 3/5)
[wpai_display_imported_files_here]