
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში ქართველ და გერმანელ ქალაქმგეგმარებელთან და არქიტექტორებთან ერთად მიმდინარეობს სალექციო კურსი „თანამედროვე ქალაქგეგმარება: გარე ავლაბრის ქალაქმშენებლური განვითარება“. კურსის ფარგლებში დაგეგმილია ორი ვორკშოპი და საჯარო ლექციები.
2016 წლის, 7-10 აპრილს ჩატარდება პირველი ვორკშოპი, რომელიც მოიცავს სტუდენტების მიერ გარე ავლაბრის კვლევის წარდგენას, ინტენსიურ ლექციებს/კონსულტაციებს გერმანელი კოლეგებისგან, ორ საჯარო ლექციას.
სალექციო კურსის ფარგლებში, არქიტექტურის პროგრამა თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „კამპუსი“ , ბრაუნშვაიგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და გოეთეს ინსტიტუტთან.
სალექციო კურსსა და ვორკშოპს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები: ზურაბ ბაქრაძე ქალაქმგეგმარებელი, პროფ. დოქტ. ვანესა მირიამ ქარლოუ, დიპლ. ინჟ. ქალაქმგეგმარებელი ფრაუკე ბურგდორფი, მდგრადი განვითარების ურბანიზმის ინსტიტუტის („Institute of Sustainable Urbanism“) ასოცირებული პროფესორი ოლაფ მუმმი.
საჯარო ლექციები – 7-10 აპრილი
ლექცია 1 –100%ქალაქი
დრო: 7 აპრილი, 15:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)
თემატიკა: 100% ქალაქი
მომხსენებელი: პროფ. დოქტ. ვანესა მირიამ ქარლოუ – ბერლინის არქიტექტორთა საბჭოს წევრი, გერმანიის არქიტექტორთა კავშირის წევრი, დანიის არქიტექტორთა საბჭოს ქალაქმგეგმარებელთა სიის წევრი არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ბიუროს COBE-ს დამაარსებელი კოპენჰაგენში, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ბიუროს COBE Berlin-ის დამაარსებელი ბერლინში, ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Braunschweig) ფარგლებში მდგრადი განვითარების ურბანიზმის ინსტიტუტის (ISU) დამაარსებელი.
ლექცია 2 – უბნის ინტეგრირებული ანალიზი და მისი ინტეგრირებული განვითარება
დრო: 8 აპრილი, 9:30-11:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)
თემატიკა: უბნის ინტეგრირებული ანალიზი და მისი ინტეგრირებული განვითარება
მომხსენებელი: დიპლ. ინჟ. ქალაქმგეგმარებელი ფრაუკე ბურგდორფი – გერმანიის ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის დაგეგმვის აკადემიის წევრი, გერმანიის არქიტექტორთა კავშირის წევრი, ფონდის – Montag Stiftung, Urbane Räume – გამგეობის წევრი
საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.
დრო: 9 აპრილი, 18:00-20:00 საათი
ადგილმდებარეობა: გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის ქ. #16)
თემატიკა: პანელური დისკუსია: ინტეგრირებული ქალაქგანვითარების პერსპექტივები თბილისში
მომხსენებლები: გიგლა აგულაშვილი, ფრაუკე ბურგდორფ, ვანესა მ. ქარლოუ, კატარინა შთადლერი, Material Hanter
მოდერატორი: ზურაბ ბაქრაძე
დრო: 10 აპრილი
თემატიკა: 16:00 საათი – პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია შედეგების შესახებ უბნის მოსახლეებთან ერთად
18:00 საათი – ვახშამი ღია და მუსიკა ღია ცის ქვეშ
პროექტის შესახებ სრულად: http://sustainableurbanism.de/blog/tbilissi/#georgian
პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, DAAD და ფრიდრიხ ებერთის ფონდი (FES).
პროექტის პარტნიორები: GeoAir / IARE FEKHIT / Archfolio
პროექტის მედია პარტნიორები არიან: DESIGNTbilisi / რადიო “შოკოლადი” / კომუნიკატორი / თავისუფლების დილა / ჟურნალი “ინდიგო” / ჟურნალი “ფაბრიკა”/ ARTBooks Cologne.
[wpai_display_imported_files_here]