Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ჰანს ულრიხ გუმბრეხტის წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია

აპრილი 7, 2016 / 19:00

7 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით, გაიმართება პროფესორ ჰანს ულრიხ გუმბრეხტის (სტენფორდის უნივერსიტეტი) წიგნის – „ფილოლოგიის ძალა“ – პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე წიგნის ავტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „Can Philology and Can the Humanities Find a Place in the Age of Electronic Technology“.

ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორ გუმბრეხტს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

პროფესორ ჰანს ულრიხ გუმბრეხტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.

დასწრება თავისუფალია

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 7, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: