
7 აპრილს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“, ილიაუნის პროფესორი, მთარგმნელი გია ჯოხაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სიყვარულის ისტორია – იოსიფ ბროდსკი: Femme Fatale“. მთარგმნელი წაიკითხავს იოსიფ ბროდსკის თარგმანებსაც.
საჯარო ლექცია ჩატარდება საბაკალავრო კურსის – რა არის პოეზია, პოეტები და მუზები – ფარგლებში.
დრო: 7 აპრილი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]