Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„საქართველოს ბანკის“ დასაქმების ფორუმი

აპრილი 4, 2016 / 13:00

4 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორიში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, „მასშტაბური დასაქმების ფორუმის“ ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი და sCoolcard-ის პროექტმენეჯერი იწვევს ილიაუნის მეორე, მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს.

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისაუბრებენ გაყიდვების სფეროში წარმატებული კარიერის შექმნის გამოცდილებაზე და წარმოადგენენ პროექტს – გარეგაყიდვების მენეჯერი (დროებითი სამუშაო), რაც გულისხმობს:

  • მუშაობის დაწყებას გაყიდვების სფეროში წამყვან პროფესიონალებთან;
  • სიღრმისეული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და წამყვან ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობას;
  • საფუძვლის შექმნას შემდგომი წარმატებული კარიერისთვის.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე გაიარონ საკონკურსო ეტაპები (ჯგუფური/ინდივიდუალური გასაუბრება).

დრო: 4 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 4, 2016
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: