Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი

აპრილი 4, 2016 / 17:00

4 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყობა იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია.

პროექტის სახელწოდება: „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი“

პროექტის მიზანი: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მასშტაბით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება; ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება.

პროექტის მონაწილეები: საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის/იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები.

გუნდის წევრების რაოდენობა: 2-4.

მონაწილე გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება.

პრეზენტაციის დრო: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სანდრო ეულის ქუჩა #3ა)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 4, 2016
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: