ილიაუნის ჯაზის შუადღე
ილიაუნის ჯაზის შუადღე
28 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ფოიეში (A101 აუდიტორიის წინ), ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზის მიმართულების სტუდენტებისა და ლექტორების გაერთიანებულ კონცერტი. ცნობილ ჯაზ-კომპოზიციებს შეასრულებენ ილიაუნის მუსიკის ცენტრის სოლისტები, ვოკალური ჯაზ-კვარტეტი და ინსტრუმენტული ანსამბლი. დრო: 28 მარტი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: A კორპუსის ფოიე (A101 აუდიტორიის წინ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.