Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„საქართველოს ეთნომიკოლოგია“ – ვებგვერდის პრეზენტაცია

აპრილი 6, 2017 / 17:00

6 აპრილს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ვებგვერდის -„საქართველოს ეთნომიკოლოგია“ – პრეზენტაცია. ვებგვერდი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგიური კვლევა” – ფარგლებში.

რესურსი შეიცავს სოკოთა და ლიქენთა 100-მდე სახეობის პროფილებს. მოცემულია სახეობათა ადგილობრივი ქართული სახელწოდებები; სახეობათა მორფოლოგიური აღწერა; ჰაბიტატის/სუბსტრატის აღწერა/გავრცელება საქართველოში; ცნობები ტრადიციული გამოყენების შესახებ ლიტერატურისა და შემდგენელთა მიერ ჩატარებული საველე კვლევის შედეგების მიხედვით; ასევე, უცვლელადაა მოცემული ფრაგმენტები ორიგინალური ინვერვიუებიდან სახეობათა ტიპური ან განსაკუთრებით საინტერესო გამოყენების შესახებ. პროფილები შეიცავს სახეობათა ფოტოებს, საქართველოს რეგიონებში გავრცელების რუკებსა და ინფორმაციის წყაროთა ნუსხებს.

დრო: 6 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 6, 2017
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: