
3 აპრილს, 13:00 საათზე, ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის რიგით მეშვიდე მატჩს გამართავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ. შეხვედრა ჩატარდება თბილისის საკალათბურთო აკადემიაში.
ილიაუნის გუნდს საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული ექვსი მატჩიდან ყველა მოგებული აქვს და შეჯიბრის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.
დრო: 3 აპრილი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტული დარბაზი (საკალათბურთო აკადემია), ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. #9
[wpai_display_imported_files_here]