
11 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“.
ლექციათა ციკლის მეოთხე ლექციის თემაა: „პოეზია და ფერწერა“.
ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: დანტე და რენესანსი; სანტა მარია დელ ფიორე და მისი სამრეკლო; ჯოტო, პიზანო, ბრუნელესკი; ტრივიუმი და კვადრივიუმი; ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო დისციპლინები თომა აქვინელამდე; თომა აქვინელი და ფრა(ბეატო)ანჯელიკო.
დრო: 11 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]