
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ ცერნის CMS ექსპერიმენტის ვირტუალურ ტურში.
CMS ექსპერიმენტი ერთ-ერთია დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე სამი უდიდესი ექსპერიმენტიდან. ვირტუალური ტურის შემდეგ CMS-ის გვირაბი რამდენიმე თვით ჩაიკეტება.
ტურს გაუძღვება ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე, ლექსო მესტვირიშვილი (აიოვას უნივერსიტეტი).
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 21 აპრილი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ.წერეთლის #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]