
27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ნინო აბაკელიას წიგნის პრეზენტაცია.
წიგნი, სახელწოდებით – „უძველესი კოსმოლოგიური კონცეპტები და არქაული რელიგიური სიმბოლოები ქართველთა კულტურულ მეხსიერებაში“ – ეხება ქართულ კულტურულ მეხსიერებაში გამოვლენილ უძველეს კოსმოლოგიურ კონცეპტებსა და არქაულ რელიგიურ სიმბოლოებს, რომლებიც რწმენა-წარმოდგენათა სისტემაში, მსოფლაღქმაში, ყოველდღიურქმედებებსა და რიტუალებში ეთნოგრაფიული მასალითა და არტეფაქტებით დასტურდება. შესაბამისად, ნაშრომი მოიცავს ქართველთა კოლექტიურ ერთიან ცოდნას, რომელიც ქცევასა დაგამოცდილებას მართავს თაობიდან თობაში გადაცემული განმეორებადი პრაქტიკისა და დიალოგური ჩარჩოს მეშვეობით.
წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა 2017 წელს.
დრო: 27 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]