
29 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავს ცნობილი ფიზიოლოგი, ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის (შვედეთი) კვლევითი ლაბორატორიის გამგე, მრავალი მნიშვნელოვანი შრომის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მერაბ კოკაია.
ლექციის თემაა: „გენური თერაპია ნევროლოგიური დაავადებებისთვის“.
დრო: 29 მარტი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]