საერთაშორისო კონფერენცია: “რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში – ახალი კონფიგურაცია”
საერთაშორისო კონფერენცია: “რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში – ახალი კონფიგურაცია”
1-3 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში - ახალი კონფიგურაცია“. კონფერენციის თემაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობის თავისებური ფორმების ჩამოყალიბება, რელიგიურობის ახალი ფორმები და, ზოგადად, რელიგიური ლანდშაფტის ცვლილება პოსტკომუნისტურ პერიოდში. გარდა ამისა, კონფერენციაზე განხილული იქნება რელიგიის როლი, მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და სეკულარიზმის პრობლემატიკა […]