
1-ლ ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, რატი ამაღლობელი სასწავლო წლის ბოლო, შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა “თანამედროვე ქართული პოეზია”. “სიტყვისსახელოსნოს” სტუმრები, თანამედროვე ქართველი პოეტები – დიანა ანფიმიადი, ლია ლიქოკელი, ზვიად რატიანი, გაგა ნახუცრიშვილი, პაატა შამუგია – დამსწრე აუდიტორიას თავიანთ ლექსებს წაუკითხავენ.
დრო: 1-ლი ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]