Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფსიქოანალიტიკოსისა და ფსიქოთერაპევტის, ხათუნა ივანიშვილის, საჯარო ლექცია – ოიდიპოსის კომპლექსი დღეს

ივნისი 17, 2015 / 17:00

17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ფსიქოანალიტიკოსისა და ფსიქოთერაპევტის, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარის, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატის, ხათუნა ივანიშვილის, საჯარო ლექციაზე – „ოიდიპოსის კომპლექსი დღეს“.

ოიდიპოსის კომპლექსი ფსიქოანალიზში აღიარებულია პიროვნების სტრუქტურის მაორგანიზებელ ცენტრალურ ელემენტად. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების განვითარების პროცესში დაბადებიდან მომწიფებამდე. გამოდის რა ერთი ინდივიდის გამოცდილების ფარგლებიდან, ოიდიპოსის კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურის, მორალის, სუბლიმაციის, სოციალური ინსტიტუტების განვითარებაში.

თანამედროვე ტენდენციის თანახმად, ოიდიპოსის კომპლექსი თავისთავად აღარ მიიჩნევა ნევროზების პირველწყაროდ; დღეს ის განიხილება როგორც ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც მოითხოვს განმარტებებს უფრო ადრეული კონფლიქტის ტერმინებში. შესაძლოა კი ამ სიტუაციაში გავაგრძელოთ საუბარი იოდიპოსის ფაზაზე, როგორც ნევროზების გამომწვევ ბირთვზე?

დრო: 17 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 17, 2015
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: