
10 ივნისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ჰომეროსი მეოცე საუკუნის პოეტებში, ”ილიადა” – მეთვრამეტე სიმღერა; იუსტან ჰიუ ოდენი – “აქილევსის ფარი”; იოსიფ ბროდსკი – “პეპელა”.
მოწვეული სტუმარი, პოეტი და მთარგმნელი, ქეთი ნიჟარაძე, ძველბერძნულად და ქართულად წაიკითხავს სცენებს ჰომეროსის პოემიდან ”ილიადა”. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს იუსტან ჰიუ ოდენისა და იოსიფ ბროდსკის აუდიოჩანაწერები.
დრო: 10 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]