Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ტექსტი და ინტერტექსტი

ივნისი 10, 2015 / 18:00

10 ივნისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის  – პოეზია და რეციტაცია –  ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ჰომეროსი მეოცე საუკუნის პოეტებში, ”ილიადა” – მეთვრამეტე სიმღერა; იუსტან ჰიუ ოდენი – “აქილევსის ფარი”; იოსიფ ბროდსკი – “პეპელა”.
მოწვეული სტუმარი, პოეტი და მთარგმნელი, ქეთი ნიჟარაძე, ძველბერძნულად და ქართულად წაიკითხავს სცენებს ჰომეროსის პოემიდან ”ილიადა”. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს იუსტან ჰიუ ოდენისა და იოსიფ ბროდსკის აუდიოჩანაწერები.

დრო: 10 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 10, 2015
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: