
24 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა – ტექნიკური პროგრესი; ქრისტიანობისა და წარმართობის ხელახალი შეხვედრა ვაგნერთან და პრე-რაფაელიტებთან; მფრინავი ჰოლანდიელი და ტანჰოიზერი; პოეტების შეჯიბრი ვარტბურგის ციხე-კოშკში; ვენუსი და გრაალი; ვაგნერიანული და პრე-რაფაელიტური იმპულსები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”. მოწვეული სტუმარი, მსახიობი ნატო მურვანიძე დამსწრე აუდიტორიას წაუკითხავს ლექსებს გალაკტიონ ტაბიძის კრებულიდან ”არტისტული ყვავილები”.
დრო: 24 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]