
3 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ასოციაციები ”ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე” და ”მწვანე სახლი”, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ატარებს საუნივერსიტეტო კონფერენციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე.
მოხსენებათა განრიგი:
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები:
ოლივიე დუვილი – თემა: ”სტრუქტურალური თეორიები ფსიქოპათოლოგიაში”;
კატრინ სალადენი – თემა: ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის საკითხისათვის: აუტიზმი და ფსიქოზი”.
მომხსენებელთა შესახებ:
ოლივიე დუვილი – ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ის უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.
კატრინ სალადენი – ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში,
ასოციაცია ”მწვანე სახლის” თანადამფუძნებელი (თბილისი 2006 წ.).
დრო: 3 ივლისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]