Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საუნივერსიტეტო კონფერენცია ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე

ივლისი 3, 2015 / 18:00

3 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ასოციაციები ”ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე” და ”მწვანე სახლი”, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ატარებს საუნივერსიტეტო კონფერენციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე.

მოხსენებათა განრიგი:

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები:

ოლივიე დუვილი – თემა: ”სტრუქტურალური თეორიები ფსიქოპათოლოგიაში”;

კატრინ სალადენი – თემა: ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის საკითხისათვის: აუტიზმი და ფსიქოზი”.

მომხსენებელთა შესახებ:

ოლივიე დუვილი – ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ის უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

კატრინ სალადენი – ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში,
ასოციაცია ”მწვანე სახლის” თანადამფუძნებელი (თბილისი 2006 წ.).

დრო: 3 ივლისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 3, 2015
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: