
4 ივნისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” გაიმართება შეხვედრა ნატო ინგოროყვასთან. ქალბატონი ნატო ინგოროყვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ “მასწავლებელისა” და ინტერნეტ-გამოცემა mastsavlebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი და ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელია. მოწვეული სტუმარი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ადამიანი “გლობალურ სოფელში” და მედიაგზავნილების სუპერმარკეტი”, ანუ როგორ ვაქციოთ ინფორმაცია ცოდნად.
დრო: 4 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. № 32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]