კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეოთხე შეხვედრის თემა „კავშირების დამყარება“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“
14 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში უძრავი ქონების სპეციალისტი თამრიკო ხოტივარი გამართავს შეხვედრას თემაზე „კავშირების დამყარება (Networking)“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“. სპიკერი სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებს, როგორ იქმნება პროფესიული კავშირები, რატომ არის networking თანამედროვე შრომით ბაზარზე მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს ეფექტიან კომუნიკაციასა […]