შეხვედრა რეგიონული გასტრონომიული ტურიზმის მეწარმეებთან

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით. შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის, გააცნონ  რეგიონი, როგორც განვითარების, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე, […]

დოქტორ ირის ხარალამბიდუს საჯარო ლექცია „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“

21 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დოქტორი ირის ხარალამბიდუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“. მომხსენებელი ისაუბრებს კვიპროსის მდიდარსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე. კვიპროსი აღიარებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კერად და ენდემური ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ლექცია შეეხება კუნძულის ეკოსისტემების ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას […]

მუშეგ ღაჰრიანისა და არამ აბაჯიანის პროექტის „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“ წარდგენა

21 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მუშეგ ღაჰრიანი და  არამ აბაჯიანი წარადგენენ პროექტს „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“. სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესწავლა დღეს აქტუალურია, რადგან მასზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები, მათ შორის: ისტორიული მემკვიდრეობა, რეგიონული კონფლიქტები, პოლიტიკური […]

ფილოსოფიური სემინარი – ირაკლი დეკანოზიშვილის მოხსენება „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“

21 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი დეკანოზიშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“. სოციალური რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტისა და ობიექტის სიმრავლეს წარმოადგენს. ზოგი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, ზოგის არსებობა კი სწორედ ჩვენს […]

არჩილ არველაძის საჯარო ლექცია ქართული ფეხბურთის შესახებ

22 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით სალექციო კურსის „სპორტის მარკეტინგი და მართვა“ ფარგლებში არჩილ არველაძე, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, სტუდენტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს  შეხვდება. ფეხბურთელი ისაუბრებს ქართული ფეხბურთის გამოწვევებზე, სპორტის მენეჯმენტსა და პროფესიულ გამოცდილებაზე. დასასრულს სტუმრებისთვის მოეწყობა გათამაშება, რომლის გამარჯვებულებსაც საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მაისურები გადაეცემათ. სამუშაო […]

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან

22 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მერვე შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: თამარ ბასიაშვილი, ლილი წიქარიშვილი და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი ნანა გადელია. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]

„სამეცნიერო ბლიცი“ – საგანმანათლებლო ფესტივალი თბილისის ბოტანიკურ ბაღში

23 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტური კლუბი, ეკოლოგიის ალუმნების ქსელი და საზოგადოება „ნარი“ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართავენ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას, „სამეცნიერო ბლიცს“. პროექტის მთავარი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და სტუდენტებისა თუ აბიტურიენტების სამეცნიერო კვლევებში აქტიურად ჩართვა. ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა სხვადასხვა თემატური კარავი, სადაც უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები დამსწრე საზოგადოებას […]

პროფესორ პაოლო ბერნარდის ვორკშოპი „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“

25, 27 და 28 მაისს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“. ვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის, ისე დაავადებების […]

„ელისო“ – კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი – კინოჩვენება და თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია

27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის „ელისო“ (1928) ჩვენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „ელისო“, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი“. ნიკოლოზ შენგელაია, რომელიც ფუტურისტული პოეზიიდან მოდის, 1920-იანი წლების კინოშიც (რომელსაც ის ახასიათებს, როგორც „მჟავე ცრემლებით გამომბალს“) შემოიტანს და განახორციელებს მოდერნისტული პოეზიის იდეებს, სიტყვის […]

ფილოსოფიური სემინარი – მერი ცუცქირიძის მოხსენება „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“

28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“. სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ზნეობის „თეორია“ და ზნეობის ქადაგება. მის მიერ შედგენილ […]