29 ივნისიდან 3 ივლისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჰასა და ილიაუნის კვლევითი ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის თანამშრომლობით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია, ლექცია-სემინარები და ილიაუნის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტში მოეწყობა ბანაკი. ღონისძიების მიზანია ქართველ და კორეელ სტუდენტებს შორის კავშირის განმტკიცება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 30 ივნისს სტუდენტებისთვის გაიმართება დახურული […]
1 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ წურწუმია, სამართლის მაგისტრი, კორპორატიული იურისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც თანამედროვე სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ფასების რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლს დაეთმობა. მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება ჩაერიოს საფასო პოლიტიკაში კონსტიტუციის მიხედვით? სად მთავრდება […]
3 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში განათლების სკოლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა – როგორ იცვლება განათლების სისტემები დღეს“ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუცა კობახიძე წაიკითხავს მთავარ მოხსენებას „განათლების კვლევების თანამედროვე მიმართულებები: შედარებითი და საერთაშორისო განათლების პერსპექტივა“. პროფ. ნუცა კობახიძე ჰონგ-კონგის შედარებითი განათლების საზოგადოების პრეზიდენტია. „Routledge“-ის წიგნების […]
3 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ლუკა კუჭუხიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჭეშმარიტების ჰეტეროგენული ასპექტები ბოეციუსთან: ფილოსოფიურ-თეოლოგიური პერსპექტივა ანტიკურობის და შუა საუკუნეების გასაყარზე“ (“The Heterogeneous Aspects of Truth in Boethius: A Philosophical-Theological Perspective at the Crossroads of Antiquity and the Middle Ages”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – გიგა ზედანია, […]
3 ივლისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარადგენს ირაკლი ხვადაგიანის, გიორგი კანდელაკისა და დავით ხვადაგიანის ავტორობით გამოცემულ ახალ წიგნს „აფხაზეთი 1917-1921 – მეხსიერების რეკონსტრუქცია“. საბჭოთა ტოტალიტარიზმის, პროპაგანდისა და ეთნონაციონალიზმის აღმავლობის შედეგად აფხაზეთში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე განვითარებული პროცესები დავიწყებას მიეცა. აფხაზეთის ისტორიის გაგება ეთნიკურ პარადიგმაში „ჩაიკეტა“, სადაც „ფლობის“ ლეგიტიმაციის წყაროებად მხოლოდ […]
4 ივლისს, 10:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ილიაუნის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას. კონფერენცია ეწყობა სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ფარგლებში. ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წაიკითხავენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე: შუა საუკუნეების ისტორია და ტექსტები; […]