
3 ივლისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარადგენს ირაკლი ხვადაგიანის, გიორგი კანდელაკისა და დავით ხვადაგიანის ავტორობით გამოცემულ ახალ წიგნს „აფხაზეთი 1917-1921 – მეხსიერების რეკონსტრუქცია“.
საბჭოთა ტოტალიტარიზმის, პროპაგანდისა და ეთნონაციონალიზმის აღმავლობის შედეგად აფხაზეთში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე განვითარებული პროცესები დავიწყებას მიეცა. აფხაზეთის ისტორიის გაგება ეთნიკურ პარადიგმაში „ჩაიკეტა“, სადაც „ფლობის“ ლეგიტიმაციის წყაროებად მხოლოდ ტოპონიმიკისა თუ ადგილობრივი თემების ეთნოგენეზის საკითხები განიხილებოდა.
სოვლაბის ახალი გამოცემა ამ პარადიგმის გადახედვას ისახავს მიზნად. ქართულ, რუსულ და დასავლურ საარქივო და პრესის წყაროებზე, მათ შორის პირველად გამოყენებულ აფხაზურენოვან გაზეთ „აფსნის“ მასალებზე დაყრდნობით, ნაშრომი ცდილობს 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდის რეკონსტრუქციას.
წიგნში განხილულია
წარმდგენი – პროფესორი ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 3 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.