
3 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ლუკა კუჭუხიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს ჭეშმარიტების ჰეტეროგენული ასპექტები ბოეციუსთან: ფილოსოფიურ-თეოლოგიური პერსპექტივა ანტიკურობის და შუა საუკუნეების გასაყარზე (The Heterogeneous Aspects of Truth in Boethius: A Philosophical-Theological Perspective at the Crossroads of Antiquity and the Middle Ages).
სამეცნიერო ხელმძღვანელი – გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 3 ივლისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 800 აუდიტორია, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3.
დასწრება თავისუფალია.