22 ივნისიდან - 16 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე იგეგმება სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული. სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარადგენენ კვლევის ანგარიშს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. კოლოკვიუმები მიზნად ისახავს კვლევითი პროცესის სისტემატიზაციასა და დოქტორანტისთვის მის პროგრესთან […]
აერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMas) სტუდენტი ნინო ორაგველიძე დაიცავს სამაგისტრო ნაშრომს “Ice Nucleation Properties Over the Oceans”. ნინო ორაგველიძეს მიენიჭება ორმაგი სამაგისტრო ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ატმოსფერულ მეცნიერებებში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) დედამიწისა და პლანეტების, გარემოს მეცნიერებების მაგისტრი (კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი) აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად გაიცემა ორმაგი დიპლომი ატმოსფერული მეცნიერებების დარგში. საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა InMas განაგრძობს […]
24-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ღონისძიება „სოციოლოგიის დღეები 2026“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები, დოქტორანტები და მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ საქართველოს აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე: მეცნიერება და ძალაუფლება პოსტსიმართლის ეპოქაში, ცოდნის დეკოლონიზაცია, განათლება როგორც ემანსიპაციის ინსტრუმენტი და სხვ. სამუშაო ენა: ქართული დრო: 24-26 ივნისი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, […]
25 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, არტურ გებალი წაიკითხავს საჯარო ლექციას “Introduction to Poland: history, culture, transformation”. მომხსენებელი ისაუბრებს პოლონეთის ისტორიაზე, კულტურულ თავისებურებებზე და ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითად ეტაპებზე. დაინტერესებული აუდიტორია გაეცნობა პოლონეთის ისტორიულ გამოცდილებას, თანამედროვე განვითარების პროცესს და […]
25 ივნისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „AI და ფსიქოლოგია: ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში“. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა და გენერაციული მოდელების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ჩატბოტების გამოყენებას ფსიქოთერაპიასა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. ერთი მხრივ, ადამიანები AI ჩატბოტებს მიმართავენ პირად საკითხებსა და პრობლემებზე სასაუბროდ, მეორე მხრივ კი, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) სპეციალურად მენტალური […]
27 ივნისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროექტ WordPress Tbilisi Meetup-ის მერვე შეხვედრა. მომხსენებლები: დიმიტრი გოგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, WordPress-ის მენტეინერი; გოგა ტრაპაიძე, ვებდეველოპერი; გიორგი მამადაშვილი, GoDaddy-ის თანამშრომელი, WordPress-ის ძირითადი გუნდის წევრი და კომიტერი. განსახილველი თემები: რა არის ახალი WordPress 7.0-ის AI ხელსაწყოებში; ვებსაიტი: ბიზნესმოლოდინი და რეალობა; რას უნდა ველოდოთ WordPress-ის მომავალ ვერსიებში. რეგისტრაცია: დასწრების […]