Loading Events

« All Events

AI და ფსიქოლოგია – ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში

ივნისი 25 / 19:30

25 ივნისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „AI და ფსიქოლოგია: ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში“.

ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა და გენერაციული მოდელების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ჩატბოტების გამოყენებას ფსიქოთერაპიასა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. ერთი მხრივ, ადამიანები AI ჩატბოტებს მიმართავენ პირად საკითხებსა და პრობლემებზე სასაუბროდ, მეორე მხრივ კი, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) სპეციალურად მენტალური ჯანმრთელობის ასისტენტი ჩატბოტების შესამუშავებლადაც გამოიყენება.

ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების თერაპევტის როლში გამოყენება მარტივად ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია, თუმცა საკმაოდ საფრთხილოცაა, რადგან:

  • მსგავსი ტექნოლოგიების უმეტესობა არ არის შექმნილი ან განკუთვნილი ფსიქოთერაპიული მკურნალობის უზრუნველსაყოფად თუ ჩასანაცვლებლად;
  • ხშირ შემთხვევაში ისინი არ მოიცავს შესაბამის უსაფრთხოების პროტოკოლებს.

შეხვედრაზე განსახილველი საკითხები:

  • AI თერაპიაში: აპლიკაციები, ჩატბოტების მოდელები და ინსტრუმენტები;
  • სპეციალიზებული აპლიკაციებისა და ზოგადი ჩატბოტების (generic chatbots) მუშაობის პრინციპები (ალგორითმები, მონაცემთა ბაზა, ალბათობა და სხვ.) და მათი განმასხვავებელი მახასიათებლები;
  • პრაქტიკული გამოყენების შემთხვევები (ქეისები): რა პრინციპებით და რა პირობებშია გონივრული მათი გამოყენება მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის;
  • AI თერაპიის განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერის ღირებულება;
  • ეთიკა, უსაფრთხოება და კონტროლი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 25 ივნისი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია (უმაღლესი კვლევების ცენტრი), გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.