Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის, არტურ გებალის საჯარო ლექცია “Introduction to Poland: history, culture, transformation”

ივნისი 25 / 17:00 - 19:00

25 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, არტურ გებალი წაიკითხავს საჯარო ლექციას “Introduction to Poland: history, culture, transformation”.

მომხსენებელი ისაუბრებს პოლონეთის ისტორიაზე, კულტურულ თავისებურებებზე და ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითად ეტაპებზე.

დაინტერესებული აუდიტორია გაეცნობა პოლონეთის ისტორიულ გამოცდილებას, თანამედროვე განვითარების პროცესს და იმ კულტურულ და საზოგადოებრივ კონტექსტს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმაციაში.

ლექცია წარიმართება კითხვა-პასუხის სახით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.