Loading Events

« All Events

სამართლის მაგისტრის, მიხეილ წურწუმიას საჯარო ლექცია „სახელმწიფოს მიერ ფასების რეგულირების კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები“

ივლისი 1 / 12:00 - 14:00

1 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ წურწუმია, სამართლის მაგისტრი, კორპორატიული იურისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც თანამედროვე სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ფასების რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლს დაეთმობა.

მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე:

  • აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება ჩაერიოს საფასო პოლიტიკაში კონსტიტუციის მიხედვით?
  • სად მთავრდება ბაზრის თავისუფლება და სად იწყება სახელმწიფოს ლეგიტიმური კონტროლი?

მოდერატორი – ზაზა მეიშვილი, იურისტი

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 1 ივლისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ივლისი 1
Time:
12:00 - 14:00
Event Categories:
,