27 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „ნაირნაირის“ დამფუძნებლის, გიორგი ხერგიანის საჯარო ლექციაზე: „ნაირნაირი კომუნიკაცია“. მომხსენებლის შესახებ გიორგი ხერგიანი Veon Georgia-ს ციფრული კომუნიკაციების მენეჯერია (Digital Communications Manager). იგი ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა შემდეგ დაწესებულებებში: Ministry of Finance of Georgia, ''Capto […]
27 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ფულბრაიტის პროგრამის მკვლევრის, მისტი ბროდეია სპრინგერის ერთ-ერთი კვლევითი პროექტის „დუმილიც საუბარია: ხმა ფოტოებიდან“ წარდგენა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ფოტოგამოფენა და დისკუსია ქალების მდგომარეობის შესახებ დღევანდელ საქართველოში. გამოფენა მკვლევრის აღნიშნული პროექტის შედეგია. მისტი ბროდეია სპრინგერი 2018 წლის სექტემბრიდან საქართველოშია და იკვლევს ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას საუბრის, მეხსიერების, […]
28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება ვორკშოპი, რომელიც შეეხება აკადემიური პუბლიკაციის სხვადასხვა ფორმატს და განიხილავს აკადემიური ტექსტის გამოქვეყნების სტრატეგიებსა და წინაღობებს. ვორკშოპი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტებისთვის. პრეზენტაციებთან ერთად გაიმართება დისკუსიაც, რომლის დროსაც სტუდენტებს შეუძლიათ, აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი გამოცდილებები და ჩამოაყალიბონ საკუთარი ინტერესები. განრიგი […]
28 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „აკადემიური გამოცემა: რეცენზირებადი წიგნები და სტატიები“.სემინარზე მიმოხილული იქნება აკადემიური გამოცემის სხვადასხვა ფორმატი, ასევე აკადემიური სტატიის გამოქვეყნებისას არსებული სირთულეები და სტრატეგიები. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. სემინარს გაუძღვებიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: ფლორიან მულფრიდი, თამთა ხალვაში და ქეთევან […]
პირველ ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ჩხოროწყუში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. ლევან ცაგარელის შესახებ ლევან ცაგარელი ილიას […]
28 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის მმართველი პარტნიორის, შალვა ალავერდაშვილის საჯარო ლექციაზე: „საქართველოს სასტუმროების განვითარება.“ შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 28 მაისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/nfFQsLL2no8FpVPa7 *პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის […]
28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ბაზის Wiley წარმომადგენელთან თემაზე: ''Wiley Online Library for finding research papers to read and journals to publish your own work''. Wiley Online Library აერთიანებს რვა მილიონზე მეტ სამეცნიერო სტატიას 1600 დასახელების მაღალი იმპაქტფაქტორიანი სამეცნიერო […]
28 მაისს, 16:00 საათზე, ილიაუნის E306 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს WSB პოზნანის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეკონომიკის მიმართულების პროფესორს, მაგდალენა შიშკოს, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ცენტრალური ბანკინგის სისტემა ევროპაში: რატომ უყვართ ან რატომ სძულთ მენეჯერებს ცენტრალური ბანკი?“ სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 28 მაისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: E306 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. […]
28 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში რატი ამაღლობელის შეხვედრების ციკლის „სიტყვის სახელოსნოს“ ფარგლებში გაიმართება მარი ბურდულის კრებულის „ჩემი თანატოსი“ პრეზენტაცია. მარი ბურდულის შესახებ მარი ბურდული დაიბადა 1983 წელს. დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და 2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში. მარი ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული […]
28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნობის დოქტორი, ნინო სიმონიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ჩინური კარტის გათამაშება“? – აი ვეივეის პოლიტიკური ესთეტიკა და ესთეტიზებული პოლიტიკა“. თემის მოკლე აღწერა თანამედროვე გლობალური არტინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, ჩინელი ხელოვანისა და პოლიტიკური აქტივისტის, აი ვეივეის, როგორც დევნილი დისიდენტისა და პოლიტიკური […]
29 მაისს, 13:30 საათზე, ილიაუნის B201 აუდიტორიაში USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ენერგეტიკის ყოველწლიური ახალგაზრდული კონფერენცია. ენერგეტიკის სექტორის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ქმნის უნიკალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება და მონაწილეობა სექტორის განვითარებაში. ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც პირველად 2015 წელს […]
8 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ბათუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი აბაშიშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: როგორ ვაქციოთ საყვარელი საქმიანობა პროფესიად. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. […]
16 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ფოთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით თარხნიშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. დავით თარხნიშვილის შესახებ დავით თარხნიშვილი ილიას […]
15 ივნისს, 13:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. […]
29 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D306 აუდიტორიაში „საჯარო ლექციათა ციკლი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში“ ფარგლებში პროფ. თამთა ხალვაში ისაუბრებს თემაზე: „ძარცვის კოსმოლოგიები კრიზისის დროს“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 29 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: D306 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. 2019
საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი და საკონსულტაციო სააგენტო PRIME STUDY გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სტიპენდიები განკუთვნილია ყველა სპეციალობის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და მოიცავს როგორც უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურს, ისე _ მოკლევადიან სასწავლო, კულტურულ და პროფესიულ გაცვლით პროგრამებს. შეხვედრა შედგება ორი ნაწილისგან: * ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სტიპენდიების შესახებ; * სააპლიკაციო […]
29 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რევაზ შანიძე წაიკითხავს მოხსენებას „KM3NeT – ნეიტრინული ფიზიკისა და ასტროფიზიკის პროექტი ხმელთაშუა ზღვაში“. ნეიტრინოებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში. ამ ნაწილაკების ბუნება, სხვა ფუნდამენტური ნაწილაკებისგან (ფერმიონებისგან) განსხვავებით, დღესაც დაუდგენელია. მაგალითად, ჯერ […]
29 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბი "CinExpress" სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან ერთად წარმოგიდენთ შონ მონსონის ფილმს „დედამიწელები“. „დედამიწელები“ დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ბევრი ადამიანის აზროვნება და ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ფილმში ასახულია ადამიანის დამოკიდებულება თანაპლანეტელების მიმართ. მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი კეთდება ცირკში ცხოველების მონაწილეობის სასტიკ პრაქტიკაზე. ფილმი საკმაოდ მძიმე […]
30 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხაჭაპურიძე შეხვდება სტუდენტებს და წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „როგორ დავიწყოთ კარიერა“. შეხვედრის მეორე ნაწილში კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზებენ დასაქმებას სხვადასხვა პოზიციაზე, ბოლოს კი გაესაუბრებიან პირველადი შერჩევის მიზნით. შეხვედრაზე GPI ჰოლდინგი სხვა ვაკანსიებთან ერთად […]
30 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი და ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში“ მოწვეული კონსულტანტი, დოქტ. ზაქარია ფურცხვანიძე წაიკითხავს მოხსენებებს თემებზე: გრამატიკული კატეგორიების, როგორც კულტურული კატეგორიების ტიპოლოგია (მოხსენება BA, MA, PhD სტუდენტებისათვის); ახალი ნასესხობების მორფოსინტაქსი ქართულში (ფართო აუდიტორიისათვის). ღონისძიება გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში" (N217344) ფარგლებში. დრო: 30 […]
30 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში მხატვრული ფილმის „მე, დენიელ ბლეიკი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. […]
30 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია თოდუა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“. თემის მოკლე აღწერა დედამიწის ატმოსფერო სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ატმოსფერო, დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა. თუმცა მხოლოდ ატმოსფეროს არსებობა საკმარისი პირობა არ არის სიცოცხლის არსებობისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ნივთიერებისგან შედგება […]
31 მაისს, 11:00-16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ნათელა იმედაძის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდება რამდენიმე სესიად და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ემოციური განვითარება, სტრესი, დაძლევის სტრატეგიები და მეტყველების ფსიქოლოგია, ბილინგვიზმი, მეორე ენის სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები, მშობლიური ენის ათვისება. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან […]
31 მაისს, 17:00 საათზე, ილიაუნის D 305 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი დოროთი კიმიხი ისაუბრებს თემაზე: „არავის მიწის კოლონიზება? რამდენიმე შენიშვნა კულტურის ისტორიის ერთი რთული კატეგორიის თაობაზე" (Colonizing no man´s land? Some remarks about a difficult category in cultural history). მომხსენებლის შესახებ დოროთი კიმიხი, გერმანელი ლიტერატორი და კულტურის თეორეტიკოსი, ახალი გერმანული ლიტერატურის […]
31 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, გიგლა მიქაუტაძის საჯარო ლექციაზე: „სახელმწიფო საწარმოები - ეკონომიკის მეტასტაზები“. მომხსენებლის შესახებ გიგლა მიქაუტაძე მაგისტრის ხარისხის მფლობელია ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მან განათლება გერმანიისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო; მუშაობდა გერმანიის ბუნდესტაგში დეპუტატის […]
31 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთვრამეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
1-ლ ივნისს, 18:20 საათზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის ფარგლებში ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თეო ხატიაშვილის წიგნის „ფარაჯანოვი“ პრეზენტაციაზე. გამოცემა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიაში გამოვიდა და ეს არის სერგო ფარაჯანოვის, მითიური საბურველით მოცული პიროვნებისა და შემოქმედის, მთლიანობაში აღქმის, თავად ფარაჯანოვის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების, გამოკვეთის წარმატებული მცდელობა. წიგნი ასევე მოიცავს ფარაჯანოვის ოთხი ფილმის სტილისტურ […]
2 ივნისს, 14:40 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე, გაიმართება ფრენსის ფუკუიამას წიგნის ,,პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა" თარგმანის პრეზენტაცია. წიგნს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თეო ყაველაშვილი და პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით აფრასიძე. წიგნის თარგმნაზე მუშაობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და თანამშრომლები, კერძოდ: გია ნოდია, დავით აფრასიძე, გიორგი გვალია, ბიძინა […]