
27 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „ნაირნაირის“ დამფუძნებლის, გიორგი ხერგიანის საჯარო ლექციაზე: „ნაირნაირი კომუნიკაცია“.
მომხსენებლის შესახებ
გიორგი ხერგიანი Veon Georgia-ს ციფრული კომუნიკაციების მენეჯერია (Digital Communications Manager). იგი ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა შემდეგ დაწესებულებებში: Ministry of Finance of Georgia, ”Capto Group”, World Vision Georgi, Georgia Revenue Service, ”Holmes & Watson”. 2015 წლიდან Copywriter-ის პოზიციაზე მუშაობს ”Holmes & Watson“-ში.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 27 მაისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/WFu7zFryuTUm5EoRA
*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.
შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:45 საათი
დრო: 27 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]