20 მაისს, ორშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში საქართველოს ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საქართველოს ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ დასაქმებას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე, წარმოადგენენ პრეზენტაციას ბანკისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ, შეხვედრის ბოლოს კი სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს გაესაუბრებიან შერჩევის მიზნით. ვაკანსია საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა […]
15 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ახალი გამოცემის – „ფილოსოფიური არქივი, I ტომი – თამაზ ბუაჩიძე“ – წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ფილოსოფიის ინსტიტუტის საარქივო მასალა, რომელიც შესულია გამოცემის პირველ ტომში, დაცულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. პრეზენტაციაზე გამოცემისა და მისი ავტორის შესახებ ისაუბრეს რედაქტორებმა – პროფესორმა, დოქტორმა თამარ ცოფურაშვილმა და დოქტორმა მერი […]
20 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავენ დისკუსიას თემაზე „გაზომე სიმართლე!“. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ატლატიკური საბჭოს DFR ლაბორატორიისა და მედიის განვითარების ფონდის გამოცდილებას კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმსჯელონ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მკვლევრები – ლუკას […]
20 მაისს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება კომუნიკაციის დამხმარე საშუალების, Tobbii Eye Tracker device-ის, პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება პროფესიონალი ტექნიკური სპეციალისტი დუბაიდან კამილე მატა (Camille Matta). მოწყობილობა Tobbii Eye Tracker წარმოადგენს მაღალი ფუნქციების დამხმარე საშუალებას მეტყველების შეფერხების მქონე პირებისთვის ნებისმიერ ასაკში (ბავშვები და მოზარდები ცერებრული დამბლით, არავერბალი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები, ინსულტგადატანილი და […]
21 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი ნინო აბაკელია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „წმინდა გიორგის ხატება რიტუალსა და ზეპირსიტყვიერ ტექსტებში“. თემის მოკლე აღწერა მოხსენება ეხება წმინდა გიორგის თაყვანისცემის ერთ-ერთ (მაგრამ არა ერთადერთ) ფორმას საქართველოში, რომელიც დასტურდება სამხრეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ქრისტიანული, და არა მარტო ქრისტიანული, სამყაროს ყველაზე ცნობილი წმინდანის, […]
21 მაისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი დე კონინგი გამართავს ლექციას თემაზე: „ტრიპანოსომასა და სქისოსტომას წინააღმდეგ ახალი წამლების სამიზნეები – ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 21 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
21 მაისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება იაპონელი მეცნიერის, ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია. მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს იაპონიისა და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი ეპოქის შედარებასა და მსგავსება-განსხვავებების წარმოჩენაზე; საუბარი შეეხება ზოგიერთი ქართველი და იაპონელი ისტორიული პირის მოღვაწეობის საკვანძო საკითხებს. მომხსენებლის შესახებ ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა არის ქართველოლოგი, ისტორიკოსი. იგი დიდი ხანია თანამშრომლობს […]
21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „განმანათლებლობის იმპულსები ქართულ ლიტერატურაში“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: სოლომონ დოდაშვილი და ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგი, ქართული ლიტერატურა ილია ჭავჭავაძესა და მიხეილ ჯავახიშვილს შორის, „ბულბულს ორკესტრი მირჩევნია სიმფონიური“ – კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის ქართულ პოეტურ მეტყველებასა და მხატვრული […]
21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ნინო ნანობაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში და ალესანდრო ალორის დავიწყებული სურათი“. ნინო ნანობაშვილი არის მიუნხენის გრაფიკების კაბინეტის ასისტენტ-კურატორი; PhD: მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი. თემის მოკლე აღწერა 1563 წელს ფლორენციის ხელოვანთა აკადემიის (“Accademia del Disegno”) დაარსება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, როგორც მასში გაწევრიანებულ […]
22 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტური კონფერენციის „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“ შესახებ. შეხვედრაზე დაინტერესებული სტუდენტები კონფერენციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. დეტალური ინფორმაცია სტუდენტური კონფერენციის „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“ შესახებ იხ. ბმულზე: http://bit.ly/2Jz9x0e დრო: 22 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), […]
22 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D502 აუდიტორიაში გაიმართება დანიური კინოს საღამო. ნაჩვენები იქნება ფილმი „სამეფო რომანი“ (2012), რომელიც ეხება დანიის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდს. სამეფო რომანის ისტორიასთან ერთად ფილმში ვეცნობით განმანათლებლობის, იდეალიზმის, ძველი და ახალი დროის იდეების დაპირისპირების ისტორიას. ფილმს მიღებული აქვს ორი ვერცხლის დათვი ბერლინის 62-ე კინოფესტივალზე. ფილმის ჩვენების შემდეგ […]
22 მაისს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ პროფესორ თამარ ცოფურაშვილის საჯარო მოხსენებაზე „ენის თეორიები შუა საუკუნეებში და მათი გავლენა თანამედროვე ენათმეცნიერებაზე“ („Die mittelalterlichen Sprachtheorien und ihre Auswirkung auf moderne Sprachwissenschaften“). დრო: 22 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის […]
23 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ამერიკელი ნაფიცი მსაჯულები - ვერდიქტი". ლექციის ბოლოს გაიმართება წიგნის „ამერიკელი ნაფიცი მსაჯულები - ვერდიქტი“ პრეზენტაცია. წიგნი თარგმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა. რედაქტორია პროფესორი გიორგი მელაძე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. დრო: 23 მაისი, […]
23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ვლადიმერ ბეჟაშვილის საჯარო ლექციაზე: „კარიერული გზა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. მომხსენებლის შესახებ ვლადიმერ ბეჟაშვილი EBIT GROUP-ის მმართველი პარტნიორია. მას აქვს 12 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ფინანსური და ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 8-წლიანი […]
23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავსტრიის კარლ-ფრანცის სახელობის გრაცის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, Schönherr Rechtsanwälte GmbH ადვოკატი, ზურაბ სიმონიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბლოქჩეინ ტექნოლოგიის როლი თანამედროვე საკორპორაციო სამართალში“. მომხსენებელი შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას საკორპორაციო სამართალში და მათი გამოყენების შესაძლებლობებს ავსტრიული და გერმანული საკორპორაციო სამართლის მიხედვით. ლექციაზე განხილული იქნება ავსტრიული და […]
23 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორის, ანთროპოლოგ თომას ჰილანდ ერიქსენის საჯარო ლექცია ''Why Anthropology Matters More than Ever“. ლექციის ფარგლებში ასევე გაიმართება ერიქსენის წიგნის „მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში" ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. წიგნის წარმდგენები და ლექციის მოდერატორები არიან პროფესორი თამთა ხალვაში და დოქტორი […]
პროექტის ''ADSgeorgia – 2019'' წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა საკომუნიკაციო სააგენტოს Windfor’s, რომელიც დაფუძნდა 2004 წელს. სააგენტოს მისიაა საქართველოს წარმოჩენა გლობალურ შემოქმედებით ასპარეზზე. Windfor’s ამოცანაა მიზნისა და კრეატივის ინტეგრაცია. „წარმატებული კრეატიული ამოცანის/დავალების საფუძველია სტრატეგიული ფიქრი, რაც ეხმარება ბრენდსა და ბიზნესს განვითარებაში.“ © Windfor’s საკომუნიკაციო სააგენტოს საქმიანობებია: სტრატეგიული დაგეგმარება და კონსალტინგი, ბრენდინგი, კრეატიული გადაწყვეტილებები, დიზაინი, ციფრული […]
23 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ კენეთ რაინეკე ჰანსენის საჯარო ლექციაზე „ჰანს ქრისტიან ანდერსენი – ზღაპრები და ზღაპრების მიღმა“ შეხვედრაზე დოქტორი ჰანსენი წაიკითხავს მოხსენებას ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედების შესახებ. დანიის საზღვრების მიღმა ანდერსენი (1805-1875) უმეტესად ცნობილია, როგორც ზღაპრების ავტორი, თუმცა მისი […]
23 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დიდი მიწისძვრები საქართველოში“. მომხსენებელი ისაუბრებს საქართველოში მომხდარ დიდ მიწისძვრათა – გორის 1920 წლის 20 თებერვლის, რაჭის 1991 წლის 29 აპრილის, ბარისახოს 1992 წლის 23 ოქტომბრის, თბილისის 2002 წლის 25 აპრილის […]
23 მაისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ დიდი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმებს. ნაჩვენები იქნება სტუდენტობის დროს გადაღებული ფილმები: „ქორწილი“, „ქოლგა“, და „მუსიკოსები“. ჩვენებამდე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო მხეიძე. დასასრულს გაიმართება დისკუსია. რეჟისორი: მიხეილ კობახიძე გახმოვანება: ქართული დრო: 23 მაისი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 […]
ხვალ, 23 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრის სცენაზე გაიმართება ლაივ-ელექტრონიკის კონცერტი "METASTASIS", რომელშიც მონაწილეობენ ილიაუნის ელექტროაკუსტიკური მუსიკის მიმართულების კურსდამთავრებულები. შესრულდება საინტერესო ექსპერიმენტული მუსიკა. დრო: 23 მაისი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), A კორპუსი (ეზო), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D305 აუდიტორიაში კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „მედიანიუსების კრიტიკული წიგნიერება“. მომხსენებლის შესახებ დოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ასწავლის და იკვლევს დანიურ ენას, ლიტერატურასა და მედიებს. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესების საგანია გაყალბებული ახალი ამბები, მოსწავლეთა მედიაწიგნიერება და ბავშვთა ზნეობრივი აღზრდა. მას […]
24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეჩვიდმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
25 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ მესამე საანგარიშო პერიოდის სამუშაო შეხვედრა. პროექტში ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი […]